„სამართლებრივი დახმარების თაობაზე გაკეთებული მიმართვების გადაცემის შესახებ“ ევროპის შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“

  • Word
„სამართლებრივი დახმარების თაობაზე გაკეთებული მიმართვების გადაცემის შესახებ“ ევროპის შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 329
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 25/05/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 71, 29/05/2006
სარეგისტრაციო კოდი 120.140.000.08.002.003
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
329
25/05/2006
სსმ, 71, 29/05/2006
120.140.000.08.002.003
„სამართლებრივი დახმარების თაობაზე გაკეთებული მიმართვების გადაცემის შესახებ“ ევროპის შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (29/05/2006 - 24/07/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.140.000.08.002.003

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №329

2006 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

„სამართლებრივი დახმარების თაობაზე გაკეთებული მიმართვების გადაცემის შესახებ“ ევროპის შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს ევროპის შეთანხმება „სამართლებრივი დახმარების თაობაზე გაკეთებული მიმართვების გადაცემის შესახებ“.

2. ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მიერ სამართლებრივი დახმარების თაობაზე გაკეთებული მიმართვა, თანდართული დოკუმენტები და სხვა ინფორმაცია მიღებული იქნება, თუ ისინი შედგენილია ინგლისურად ან ახლავს თარგმანი ინგლისურ ენაზე.

3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (გ. ბეჟუაშვილი):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადება;

ბ) შეატყობინოს შეთანხმების დეპოზიტარს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.

4. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე შეთანხმების მოქმედება გავრცელდეს იმ ტერიტორიაზე, რომელზეც საქართველო ახორციელებს სრულ იურისდიქციას.

მ. სააკაშვილი