დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დ. წიკლაურის, ი. თაქთაქიშვილის, ი. დავითაძისა და გ. მჟავანაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 327 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 25/05/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 71, 29/05/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №327
2006 წლის 25 მაისი
ქ. თბილისი
დ. წიკლაურის, ი. თაქთაქიშვილის, ი. დავითაძისა და გ. მჟავანაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს დავით წიკლაურს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსს ირაკლი თაქთაქიშვილს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ირაკლი დავითაძესა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარეს გიორგი მჟავანაძეს უფლებამოსილება, რომ გამართონ მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები