„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საწარმოთა მართვის სააგენტოს დებულებისა და საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 11 მაისის №203 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 301
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 01/05/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 62, 02/05/2006
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003
  • Word
301
01/05/2006
სსმ, 62, 02/05/2006
040.030.000.08.002.003
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საწარმოთა მართვის სააგენტოს დებულებისა და საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 11 მაისის №203 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.05.002.002

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №301

2006 წლის 1 მაისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საწარმოთა მართვის სააგენტოს დებულებისა და საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 11 მაისის №203 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის გათვალისწინებით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და 50-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საწარმოთა მართვის სააგენტოს დებულებისა და საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 11 მაისის №203 ბრძანებულებაში (სსმ III, 2003 წ., №402, მუხლი 44) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“;

ბ) ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საწარმოთა მართვის სააგენტოს დებულება”;

გ) ბრძანებულების პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და დამტკიცდეს მისი თანდართული დებულება“ და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საწარმოთა მართვის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).“.

2. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საწარმოთა მართვის სააგენტოს დებულების ამოქმედებისთანავე.

მ. სააკაშვილი