„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 300
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 01/05/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 62, 02/05/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.08.002.003
  • Word
300
01/05/2006
სსმ, 62, 02/05/2006
140.010.000.08.002.003
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №300

2006 წლის 1 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და 47-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №151, მუხ. 1671) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:  

ა) ბრძანებულების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პოლიციის შესახებ“, „საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული სოციალური პირობების მოწესრიგების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სამხედრო და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურეები) და სამოქალაქო პირთათვის განისაზღვროს სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შემდეგი პირობები:”;

ბ) ბრძანებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამინისტროს მოსამსახურესა და სამოქალაქო პირს ეძლევათ ყოველთვიური ფულადი სარგო (ხელფასი), მოსამსახურეს – თანამდებობრივი სარგო და წოდებრივი სარგო, ხოლო სამოქალაქო პირს – თანამდებობრივი სარგო. ასევე, სამინისტროს მოსამსახურეს ნამსახურევი წლებისათვის ეძლევა ხელფასზე (ფულად სარგოზე) ყოველთვიური დანამატი და დადგენილი ნორმით სასურსათო ულუფა ან შესაბამისი კომპენსაცია, კანონმდებლობით დადგენილი სხვა დანამატები, კომპენსაციები და ფორმის ტანსაცმელი.”;

გ) ბრძანებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დამტკიცდეს სამინისტროს მოსამსახურეთა სასურსათო უზ­რუნ­ველყოფის თანდართული საორიენტაციო ნორმები (დანართი №1), რომლის უზრუნველყოფაც განხორციელდეს გამოყოფილი ასიგნებების გათვალისწინებით.“;

დ) ბრძანებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დამტკიცდეს სამინისტროს მოსამსახურეთა სანივთე ქონებით უზრუნველყოფის თანდართული საორიენტაციო ნორმები (დანართი №2), რომლის უზრუნველყოფაც განხორციელდეს აღნიშნული მიზნებისათვის გამოყოფილი ასიგნებების გათვალისწინებით.“;

ე) ბრძანებულების მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. სამინისტროს მოსამსახურეს, რომელიც სამსახურს გადის სხვა უწყებაში, თანამდებობრივი სარგო განესაზღვრება სამინისტროში დაკავებული თანამდებობის თანამდებობრივი სარგოს არანაკლები ოდენობით. მოსამსახურეს წოდებრივი სარგოთი, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატით, მინისტრის მიერ დაწესებული სპეციალური დანამატებით, დათხოვნასთან დაკავშირებული ერთდროული (გასასვლელი) დახმარებით (სამინისტროში შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ფულადი სარგოს გათვალისწინებით), სასურსათო ულუფის სანაცვლოდ დაწესებული ფულადი კომპენსაციითა და ფორმის ტანსაცმლით, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, თანამდებობრივ სარგოებს შორის სხვაობით უზრუნველყოფს სამინისტრო (თუ სხვა რამ არ არის დადგენილი), ხოლო თანამდებობრივი სარგოთი და სხვა დანამატებით – შესაბამისი უწყება.

შენიშვნა: აღნიშნული კატეგორიის მოსამსახურეთა პენსიაზე გასვლის შემთხვევაში ხელფასის გაანგარიშებისას საფუძვლად აღებულ უნდა იქნეს სამინისტროში დაკავებული თანამდებობის თანამდებობრივი სარგო.“;

ვ) ბრძანებულების მე-6 პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის:

ვ.ა) №2 ნორმიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და ნიგვზიანი ჩურჩხელა“;

ვ.ბ) №3 ნორმიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ან/და ნიგვზიანი ჩურჩხელა“;

ვ.გ) №4 ნორმის საერთო საჯარისო მშრალი სასურსათო იჯრა №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ვ.დ) კვებით უზრუნველყოფის ნორმების ღირებულების საორიენტაციო მაჩვენებლებში ნორმა №4-ის იჯრა №2-ის საორიენტაციო ღირებულება განისაზღვროს თვეში 135 (ას ოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით;

ზ) ბრძანებულების მე-7 პუნქტით დამტკიცებული №2 დანართის ნორმა №10 ამოღებულ იქნეს;

თ) ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 81  და 82  მუხლები:

„81  მუხლი: „გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების გათვალისწინებით, მინისტრის სამართლებრივი (ინდივიდუალური) აქტით შესაძლებელია სამინისტროს მოსამსახურეთა სასურსათო და სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმების ოდენობის, სახეობის და დანიშნულების კორექტირება.

82 მუხლი: „2006 წლის ივლისიდან სამინისტროს მოსამსახურეთა წოდებრივი სარგოების ყოველთვიურ განაკვეთებს შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს მინისტრი.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.                                                            

მ. სააკაშვილი

დანართი 1

საერთო საჯარისო მშრალი სასურსათო იჯარა №2

 

პროდუქტის დასახელება

დღიური ნორმა გრ

ენერგეტიკული ღირებულება კკალ

1

პური, პირველი ხარისხის ფქვილისაგან

800

1888,0

2

პური მშრალი

350

1390,0

3

ხორცის კონსერვი

325

754,0

4

ხორცის კონსერვი მცენ. ფაფით

340

442,0

5

თევზის კონსერვი

250

500,0

6

ხორცის პაშტეტი

100

229,0

7

ძეხვი მოხარშული

200

582,0

8

ძეხვი შებოლილი

200

1120,0

9

შაშხი

200

620,0

10

მდნარი ყველი

100

232,0

11

შაქარი

90

338,0

12

შოკოლადის ნაწარმი

50/60

98,0

13

ხილის წვენი

200

110,0

14

ჩაი

3

-

 

შენიშვნა: ენერგეტიკული ღირებულების საორიენტაციო დღიური ნორმა 1 მოსამსახურეზე განისაზღვროს 5000 კკალორიის ფარგლებში.