„საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 280
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 27/04/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 59, 28/04/2006
სარეგისტრაციო კოდი 120.090.000.08.002.003
  • Word
280
27/04/2006
სსმ, 59, 28/04/2006
120.090.000.08.002.003
„საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №280

2006 წლის 27 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებაში (სსმ III, 2006 წ.,№19,  მუხლი №223) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) წესდების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები:

„ლ) სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები – რიგითების (მატროსების) და ეფრეიტორების შემადგენლობა;

მ) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები – კაპრალების, სერჟანტების (მიჩმანების) შემადგენლობა და უმცროსი ოფიცრების შემადგენლობა;

ნ) კადრის სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები – უფროსი და უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობა.“;

ბ) წესდების 219-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ან სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირები, მათ დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ ყველა სახის დისციპლინურ საქმეებზე, გარდა წესდების 223-ე და 224-ე მუხლებით გათვალისწინებული დისციპლინური საქმეებისა.“;

გ) წესდების 231-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილ პირთა შუამდგომლობა დისციპლინური საქმის განმხილველი შესაბამისი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიმართ;

დ) წესდების 239-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ღირსეული საქციელის ან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, შედგება ოქმი საამისოდ უფლებამოსილი მეთაურის (უფროსის) მიერ, ხოლო სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირები ზემოაღნიშნულ ოქმს ადგენენ თავდაცვის სამინისტროს ნებისმიერი სამხედრო მოსამსახურის მიერ ღირსეული საქციელის ან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამოვლენის შემთხვევაში.“;

ე) წესდების 281-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 281. წახალისების და დისციპლინური   პასუხისმგებლობის ზომის დადების შესახებ  დადგენილებათა აღსრულების წესი

დადგენილება წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დადების შესახებ აღსრულდება საამისოდ უფლებამოსილი ორგანოების (თანამდებობის პირების), სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ ამ წესდებით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

მ. სააკაშვილი