„სამხედრო-სამედიცინო ექსპერტიზის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 აგვისტოს №481 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
„სამხედრო-სამედიცინო ექსპერტიზის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 აგვისტოს №481 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 276
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 21/04/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 56, 25/04/2006
სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.08.002.003
  • Word
276
21/04/2006
სსმ, 56, 25/04/2006
120.340.000.08.002.003
„სამხედრო-სამედიცინო ექსპერტიზის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 აგვისტოს №481 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №276

2006 წლის 21 აპრილი

ქ. თბილისი

„სამხედრო-სამედიცინო ექსპერტიზის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 აგვისტოს №481 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „სამხედრო სამედიცინო ექსპერტიზის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 აგვისტოს №481 ბრძანებულებით (სსმ III, 1999 წ., №39 (46), მუხ. 701) დამტკიცებულ დებულებაში და დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3.

სამხედრო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლად საქართველოს სამხედრო ძალებში (თავდაცვის, შინაგან საქმეთა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, სასაზღვრო ჯარებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, ცენტრალურ გამწვევ კომისიაში) იქმნება არასაშტატო, მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიები; სამხედრო-სამედიცინო ექსპერტიზის საკითხებში მათ ხელმძღვანელ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს სამხედრო ძალების საშტატო ცენტრალური სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისია, რომელიც უშუალოდ ექვემდებარება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო სამმართველოს, თუ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.“.

მ. სააკაშვილი