,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”

  • Word

დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/02/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 27, 28/02/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 28/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.10.003.000.423
  • Word
40
23/02/2006
სსმ, 27, 28/02/2006
280.120.000.10.003.000.423
,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №40

2006 წლის 23 თებერვალი

ქ. თბილისი

,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქარ­თველოს კანონის მე-5 მუხლის ,,მ” ქვეპუნქტის საფუძ­ველზე:

1. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებით (სსმ III, 2005 წ., №33, მუხლი 330) დამტკი­ცებულ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-5 პუნქტი:

,,5. სააგენტო უფლებამოსილია, აგრეთვე უარი განაცხა­დოს მაძიებლის რეგისტრაციაზე იმ შემთხვევაშიც, თუ ოჯახს მათივე მოთხოვნით შეუწყდა ბაზაში რეგისტრაცია და ამ მოთხოვნიდან გასული არ არის ერთი წელი.”.

ბ) მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. სააგენტო უფლებამოსილია, მიღებული ან აღმოჩე­ნილი (გამოვლენილი) დადასტურებული ინფორმაციის საფუძ­ველზე, რომელიც უკავშირდება მონაცემთა ბაზაში რეგის­ტრირებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არსებით შეცვლას ან მის მიერ წარმოდგენილი მონაცემების სიყალბეს, მიიღოს გადაწყვეტილება სარეიტინგო ქულის დადგენილი წესით ცვლილების, ბაზაში რეგისტრაციის შეჩერების ან გაუქმების თაობაზე, რაც დაუყოვნებლივ ეცნო­ბება დაინტერესებულ მხარეს. სარეიტინგო ქუ-ლის ცვლილება დასაშვებია სტიქიური უბედურების ან დაუძლეველი ძალის გამომწვევი სხვა მოვლენებით მიყენებული ზიანის ფარ­გლებშიც.”.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი          ზ. ნოღაიდელი