დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 იანვრის №11 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 263 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 18/04/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 54, 19/04/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.080.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №263
2006 წლის 18 აპრილი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 იანვრის №11 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 იანვრის №11 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №3, მუხ. 28) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების მე-2 პუნქტის გ), ზ) და თ) ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) ბრძანებულების მე-5 პუნქტის შენიშვნის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) „ფულადი სარგო” გულისხმობს თანამდებობრივ და წოდებრივ სარგოთა ჯამს;“;
გ) ბრძანებულების მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
დ) ბრძანებულების მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და სამაგალითო დისციპლინისათვის, სამსახურის უფროსის ბრძანებით ყოველი კვარტალის ბოლოს შეიძლება მიეცეთ ფულადი პრემიები არა უმეტეს ერთი თვის ფულადი (თანამდებობრივი განაკვეთისა და წოდებრივი სარგოს ჯამი) სარგოს ოდენობით.”;
ე) ბრძანებულების მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება გაეწიოთ ერთჯერადი მატერიალური დახმარება ერთი თვის ფულადი ანაზღაურების ოდენობით.”;
ვ) ბრძანებულების მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დავალების სანიმუშოდ შესრულებისათვის, შეიძლება მიეცეთ ფულადი ჯილდო, სამსახურის უფროსის ბრძანებით, არა უმეტეს ექვსი თვის ფულადი სარგოების ოდენობით.”;
ზ) ბრძანებულების მე-15, მე-16, მე-17 და მე-18 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
თ) ბრძანებულების მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„20. კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის თანამშრომლებს, სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება დაუწესდეთ დანამატები შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე. ყველა სახის დახმარება, კომპენსაცია, დანამატი, ჯილდო, პრემია და პენსია, რომელიც გამოითვლება ფულადი სარგოებიდან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს უანგარიშდებათ ფულადი სარგოების ერთმაგი ოდენობიდან.”;
ი) ბრძანებულების 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„22. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, ავადმყოფობის გამო ან რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, აგრეთვე წელთა ნამსახურობის საფუძველზე დათხოვნისას, ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ორი თვის ფულადი სარგოს ოდენობით, მისი დათხოვნის დღისათვის დაკავებული თანამდებობის მიხედვით.”;
კ) ბრძანებულების 23-ე, 24-ე, 25-ე და 26-ე პუნქტები ამოღებულ იქნეს;
ლ) ბრძანებულების 27-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„27. მოსამსახურეებს, რომლებიც სამსახურს გადიან სხვა სახელმწიფო უწყებებში ან სხვა ორგანიზაციებში, თანამდებობრივი სარგო განესაზღვრებათ ამ უწყებებსა და ორგანიზაციებში დადგენილი თანამდებობრივი სარგოს (განაკვეთის) ოდენობით, მაგრამ არანაკლებ ამ ბრძანებულების დანართი №1-ით დადგენილი ოდენობისა. თუ აღნიშნულ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში დაწესებული თანამდებობრივი სარგო ამ ბრძანებულების დანართი №1-ით შესაბამისი თანამდებობისთვის განსაზღვრულ თანამდებობრივ განაკვეთზე ნაკლებია, სხვაობას აანაზღაურებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.
აღნიშნულ მოსამსახურეებს წოდებრივი სარგოთი, დათხოვნასთან დაკავშირებული ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარებით (მხოლოდ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში დადგენილი თანამდებობრივი სარგოს და წინამდებარე ბრძანებულებით დადგენილი სხვა ფულადი სარგოების ოდენობის გათვალისწინებით), სასურსათო ულუფის სანაცვლოდ დაწესებული ფულადი კომპენსაციითა და ფორმის ტანსაცმლით ან შესაბამისი ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.
სხვა დანამატებს განსაზღვრავს და ფინანსურად შესაბამისად უზრუნველყოფს ის სახელმწიფო უწყება ან სხვა ორგანიზაცია, სადაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე გადის სამსახურს.”;
მ) ბრძანებულების 28-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს.
ნ) ბრძანებულების 29-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„29. საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურეებს, სამსახურის გავლის ერთი დღე ჩაეთვალოთ ნამსახურობის დღე-ნახევრად (ფულადი ანაზღაურების გარეშე).”;
ო) ბრძანებულების 30-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„30. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ცალკეულ დანაყოფებში, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით შეიძლება დამატებით დადგინდეს სამსახურის გავლის სხვა განსაკუთრებული პირობები.”;
პ) ბრძანებულების 31-ე და 32-ე პუნქტები ამოღებულ იქნეს;
ჟ) ბრძანებულების 35-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„35. საკონტრაქტო, საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურეებს, აგრეთვე სამოქალაქო პირებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაინვალიდების ან ტრავმის მიღების შემთხვევაში, ეძლევათ ერთჯერადი დახმარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.”;
რ) ბრძანებულების 36-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ს) ბრძანებულების 37-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„37. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, საკონტრაქტო, საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურის, აგრეთვე სამოქალაქო პირის დაღუპვის ან მიღებული ტრავმის შედეგად გამოწვეული ავადმყოფობით გარდაცვალების შემთხვევაში, მის ოჯახს მიეცემა ერთჯერადი დახმარება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ნეშტის გადასვენებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.”;
ტ) ბრძანებულების 38-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს;
უ) ბრძანებულების 41-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„41. დამტკიცდეს თანდართული ,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების ნუსხა, სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების მიხედვით” (დანართი №1).”;
ფ) ბრძანებულების 50-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„50. კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები სარგებლობენ ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების უფლებით, რომლის ხანგრძლივობა განისაზღვრება 30 კალენდარული დღით.
მოსამსახურეებს აქვთ შვებულების ნაწილ-ნაწილ (არა უმეტეს ორისა) გამოყენების უფლება. შვებულებაში გასვლის თანმიმდევრობა შეიძლება განისაზღვროს სამსახურის უფროსის ან მისგან უფლებამოსილ პირთა მიერ დამტკიცებული განრიგით.”;
ქ) ბრძანებულების 51-ე, 55-ე პუნქტები და 56-ე პუნქტის ა), გ) და ე) ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ღ) ბრძანებულების 57-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„57. ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული ფულადი ანაზღაურებების გაცემა განხორციელდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.
მ. სააკაშვილი
დანართი №1
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების
ნ უ ს ხ ა
| № | დაკავებული თანამდებობა | თანამდებობრივი |
|
| სამსახურის ხელმძღვანელობა |
|
| 1 | სამსახურის უფროსი | 3000-00 |
| 2 | სამსახურის უფროსის მოადგილე | 2300-00 |
| 3 | უფროსის თანაშემწე | 340-00 |
| 4 | თანაშემწე | 300-00 |
| 5 | მდივანი | 280-00 |
| საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სამმართველო | ||
| 1 | სამმართველოს უფროსი | 1630-00 |
| 2 | სამმართველოს უფროსის მოადგილე | 1430-00 |
| 3 | განყოფილების უფროსი | 1280-00 |
| 4 | ცვლის უფროსი (განყოფილების უფროსის მოადგილე) | 1180-00 |
| 5 | ქვეგანყოფილების უფროსი | 1100-00 |
| 6 | დაცვის უფროსი ოფიცერი | 1040-00 |
| 7 | დაცვის ოფიცერი | 850-00 |
| 8 | მძღოლი ოფიცერი | 840-00 |
| 9 | მძღოლი (ზემდეგი) | 480-00 |
| 10 | საქმისმწარმოებელი და მასთან გათანაბრებული პირები | 180-00 |
| 11 | სხვა დანარჩენი დამხმარე პერსონალი | 130-00 |
| პირადი დაცვის სამმართველო | ||
| 1 | სამმართველოს უფროსი | 1630-00 |
| 2 | სამმართველოს უფროსის მოადგილე | 1430-00 |
| 3 | განყოფილების უფროსი (პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის დაცვის განყოფილება) | 1280-00 |
| 4 | ქვეგანყოფილების უფროსი (პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის დაცვის განყოფილება) | 1100-00 |
| 5 | ცვლის უფროსი (პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის დაცვის განყოფილების) | 1100-00 |
| 6 | დაცვის უფროსი ოფიცერი (პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის დაცვის განყოფილება) | 1040-00 |
| 7 | დაცვის ოფიცერი (პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის დაცვის განყოფილება) | 850-00 |
| 8 | მძღოლი ოფიცერი (პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის დაცვის განყოფილება) | 700-00 |
| 9 | განყოფილების უფროსი (სხვა განყოფილებები) | 930-00 |
| 10 | განყოფილების უფროსის მოადგილე | 830-00 |
| 11 | ქვეგანყოფილების უფროსი | 700-00 |
| 12 | ცვლის უფროსი (ქვეგანყოფილების უფროსი) | 700-00 |
| 13 | დაცვის უფროსი ოფიცერი | 650-00 |
| 14 | დაცვის ოფიცერი | 600-00 |
| 15 | უფროსი საქმისმწარმოებელი | 180-00 |
| 16 | ოპერატორი | 180-00 |
| 17 | მძღოლი ოფიცერი | 350-00 |
| სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფი | ||
| 1 | ქვედანაყოფის უფროსი | 1630-00 |
| 2 | ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე | 1430-00 |
| 3 | საბრძოლო განყოფილების უფროსი | 1280-00 |
| 4 | განყოფილების უფროსის მოადგილე | 1180-00 |
| 5 | ქვეგანყოფილების უფროსი | 1100-00 |
| 6 | ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე | 1040-00 |
| 7 | ჯგუფის უფროსი | 1040-00 |
| 8 | მებრძოლი ოფიცერი | 960-00 |
| 9 | მოიერიშე სნაიპერი | 960-00 |
| 10 | მებრძოლი ოფიცერი (უფროსი ინსტრუქტორი) | 1060-00 |
| 11 | მებრძოლი | 380-00 |
| 12 | მართვისა და უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი | 1280-00 |
| 13 | განყოფილების უფროსის მოადგილე | 1180-00 |
| 14 | საბრძოლო დაგეგმარების ქვეგანყოფილების უფროსი | 1100-00 |
| 15 | უფროსი ოფიცერი (დაგეგმარების და დაზვერვის) | 1000-00 |
| 16 | დაცვის ოფიცერი (დაგეგმარების და დაზვერვის) | 950-00 |
| 17 | სხვა ქვეგანყოფილების უფროსები | 600-00 |
| 18 | უფროსი ოფიცერი (კომპლექტაციის და უზრუნველყოფის) | 550-00 |
| 19 | უფროსი ოფიცერი (ფსიქოანალიტიკოსი) | 280-00 |
| 20 | უფროსი მეკავშირე ინჟინერი | 550-00 |
| 21 | ადვოკატი (უფროსი ოპერატიული თანამშრომელი) | 150-00 |
| 22 | პასუხისმგებელი მორიგე | 540-00 |
| 23 | ოპერატიული მორიგე | 530-00 |
| 24 | მეკავშირე ინჟინერი | 520-00 |
| 25 | ინჟინერ - პროგრამისტი | 250-00 |
| 26 | ცვლის უფროსი | 250-00 |
| 27 | დაცვის ოფიცერი | 260-00 |
| 28 | დაცვის თანამშრომელი | 120-00 |
| 29 | ექიმი | 250-00 |
| 30 | ფერშალი | 160-00 |
| 31 | ინსპექტორი | 250-00 |
| 32 | კომენდანტი | 200-00 |
| 33 | საქმისმწარმოებელი | 140-00 |
| 34 | ოპერატორი | 140-00 |
| 35 | დამხმარე პერსონალი | 130-00 |
| ოპერატიულ-ტექნიკური სამმართველო | ||
| 1 | სამმართველოს უფროსი | 1280-00 |
| 2 | სამმართველოს უფროსის მოადგილე | 1130-00 |
| 3 | განყოფილების უფროსი | 930-00 |
| 4 | ქვეგანყოფილების უფროსი | 680-00 |
| 5 | უფროსი ოპერატიული თანამშრომელი | 650-00 |
| 6 | პროგრამისტი | 530-00 |
| 7 | ოპერატიული თანამშრომელი | 530-00 |
| 8 | მძღოლი (ოპერატიული თანამშრომელი) | 460-00 |
| 9 | უფროსი ინსპექტორი | 220-00 |
| 10 | ექიმი ვეტერინარი | 320-00 |
| 11 | დამთვალიერებელი | 330-00 |
| 12 | ტექნიკოსი | 330-00 |
| 13 | საქმისმწარმოებელი | 180-00 |
| 14 | კავშირგაბმულობის განყოფილების უფროსი | 580-00 |
| 15 | განყოფილების უფროსის მოადგილე | 530-00 |
| 16 | ქვეგანყოფილების უფროსი | 290-00 |
| 17 | კავშირის უფროსი ოფიცერი | 280-00 |
| 18 | კავშირის ოფიცერი | 260-00 |
| 19 | უფროსი ტექნიკოსი | 260-00 |
| გაცილება-ესკორტირების ქვედანაყოფი | ||
| 1 | ქვედანაყოფის უფროსი | 930-00 |
| 2 | ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე | 830-00 |
| 3 | ცვლის უფროსი (განყოფილების უფროსის მოადგილე) | 630-00 |
| 4 | უფროსი ოფიცერი | 600-00 |
| 5 | ოფიცერი | 560-00 |
| 6 | უფროსი საქმისმწარმოებელი | 140-00 |
| ოპერატიული სამმართველო | ||
| 1 | სამმართველოს უფროსი | 930-00 |
| 2 | სამმართველოს უფროსის მოადგილე | 830-00 |
| 3 | განყოფილების უფროსი | 580-00 |
| 4 | განყოფილების უფროსის მოადგილე | 530-00 |
| 5 | მიმართულების უფროსი | 500-00 |
| 6 | უფროსი ოპერატიული თანამშრომელი | 450-00 |
| 7 | ოპერატიული თანამშრომელი | 400-00 |
| 8 | ჯგუფის უფროსი | 500-00 |
| 9 | უფროსი საქმისმწარმოებელი | 180-00 |
| 10 | საქმისმწარმოებელი | 160-00 |
| 11 | ოპერატორი | 160-00 |
| 12 | ოპერატიული მორიგე | 400-00 |
| 13 | მძღოლი ოფიცერი | 260-00 |
| პირად მცველთა მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სასწავლო ცენტრი | ||
| 1 | ცენტრის უფროსი | 750-00 |
| 2 | ცენტრის უფროსის მოადგილე | 650-00 |
| 3 | განყოფილების უფროსი | 430-00 |
| 4 | განყოფილების უფროსის მოადგილე | 410-00 |
| 5 | სწავლების ქვეგანაყოფილების უფროსი | 400-00 |
| 6 | უფროსი ინსტრუქტორი (მომზადების) | 380-00 |
| 7 | გარე დაცვის ქვეგანყოფილების უფროსი | 290-00 |
| 8 | ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე | 280-00 |
| 9 | ცვლის უფროსი | 280-00 |
| 10 | ინჟინერ-პროგრამისტი | 250-00 |
| 11 | კომენდანტი | 210-00 |
| 12 | საქმისმწარმოებელი | 180-00 |
| 13 | დაცვის თანამშრომელი (ზევადიანი) | 120-00 |
| ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის სამმართველო | ||
| 1 | სამმართველოს უფროსი | 750-00 |
| 2 | სამმართველოს უფროსის მოადგილე | 650-00 |
| 3 | განყოფილების უფროსი | 430-00 |
| 4 | განყოფილების უფროსის მოადგილე | 350-00 |
| 5 | ქვეგანყოფილების უფროსი | 290-00 |
| 6 | ჯგუფის უფროსი და მასთან გათანაბრებული პირები (ცვლის უფროსი, უფროსი ოფიცერი, დაცვის უფროსი ოფიცერი) | 280-00 |
| 7 | უფროსი საქმისმწარმოებელი | 140-00 |
| 8 | საქმისმწარმოებელი | 130-00 |
| 9 | ოფიცერი | 260-00 |
| 10 | დაცვის ოფიცერი | 260-00 |
| 11 | ოპერატორი | 140-00 |
| 12 | საშვთა ბიუროს ინსპექტორი | 130-00 |
| 13 | დაცვის თანამშრომელი | 120-00 |
| 14 | მორიგე | 120-00 |
| სამსახურის აპარატი | ||
| 1 | აპარატის უფროსი | 750-00 |
| 2 | აპარატის უფროსის მოადგილე | 650-00 |
| 3 | განყოფილების უფროსი | 430-00 |
| 4 | განყოფილების უფროსის მოადგილე | 350-00 |
| 5 | ქვეგანყოფილების უფროსი | 290-00 |
| 6 | უფროსი ოპერატიული თანამშრომელი | 280-00 |
| 7 | უფროსი რეფერანტი | 280-00 |
| 8 | უფროსი ინსპექტორი | 180-00 |
| 9 | ინსპექტორი | 140-00 |
| გენერალური ინსპექცია | ||
| 1 | ინსპექციის უფროსი | 750-00 |
| 2 | ინსპექციის უფროსის მოადგილე | 650-00 |
| 3 | განყოფილების უფროსი | 430-00 |
| 4 | განყოფილების უფროსის მოადგილე | 350-00 |
| 5 | ქვეგანყოფილების უფროსი | 290-00 |
| 6 | უფროსი ოპერატიული თანამშრომელი | 280-00 |
| 7 | ინჟინერ-პროგრამისტი | 250-00 |
| 8 | ოპერატორი | 140-00 |
| 9 | საქმისმწარმოებელი | 130-00 |
| დაცვითი ღონისძიებების დაგეგმარებისა და ოპერატიული მართვის სამმართველო | ||
| 1 | სამმართველოს უფროსი | 750-00 |
| 2 | სამმართველოს უფროსის მოადგილე | 650-00 |
| 3 | განყოფილების უფროსი | 430-00 |
| 4 | განყოფილების უფროსის მოადგილე | 350-00 |
| 5 | ქვეგანყოფილების უფროსი | 290-00 |
| 6 | უფროსი ოპერატიული თანამშრომელი | 280-00 |
| 7 | პასუხისმგებელი მორიგე | 280-00 |
| 8 | ოპერატიული მორიგე | 250-00 |
| 9 | ინჟინერ-პროგრამისტი | 250-00 |
| 10 | საქმისმწარმოებელი | 130-00 |
| კადრების სამმართველო | ||
| 1 | სამმართველოს უფროსი | 750-00 |
| 2 | სამმართველოს უფროსის მოადგილე | 650-00 |
| 3 | განყოფილების უფროსი | 430-00 |
| 4 | განყოფილების უფროსის მოადგილე | 350-00 |
| 5 | ცენტრის უფროსი | 650-00 |
| 6 | ცენტრის უფროსის მოადგილე | 430-00 |
| 7 | ქვეგანყოფილების უფროსი | 300-00 |
| 8 | ჯგუფის უფროსი | 280-00 |
| 9 | უფროსი ინსტრუქტორი | 280-00 |
| 10 | უფროსი ოპერატიული თანამშრომელი | 280-00 |
| 11 | ინჟინერ პროგრამისტი | 250-00 |
| 12 | უფროსი ინსპექტორი | 180-00 |
| სამედიცინო სამმართველო | ||
| 1 | სამმართველოს უფროსი | 750-00 |
| 2 | სამმართველოს უფროსის მოადგილე | 650-00 |
| 3 | განყოფილების უფროსი | 430-00 |
| 4 | განყოფილების უფროსი | 580-00 |
| 5 | რეანიმატოლოგი | 250-00 |
| 6 | ზოგადი პროფილის ექიმი | 450-00 |
| 7 | ქირურგი და მასთან გათანაბრებული პირები | 250-00 |
| 8 | სანიტარი | 115-00 |
| 9 | ოპერატორი | 140-00 |
| 10 | საქმისმწარმოებელი და მასთან გათანაბრებული პირები | 130-00 |
| სამეურნეო სამმართველო | ||
| 1 | სამმართველოს უფროსი | 750-00 |
| 2 | განყოფილების უფროსი | 430-00 |
| 3 | განყოფილების უფროსის მოადგილე | 350-00 |
| 4 | ქვეგანყოფილების უფროსი | 290-00 |
| 5 | კვების ბლოკის ხელმძღვანელი | 280-00 |
| 6 | უფროსი ინსპექტორი | 280-00 |
| 7 | საწყობის გამგე | 165-00 |
| 8 | მძღოლი და მასთან გათანაბრებული პირები | 150-00 |
| 9 | უფროსი საქმისმწარმოებელი და მასთან გათანაბრებული პირები | 140-00 |
| 10 | საქმისმწარმოებელი და მასთან გათანაბრებული პირები | 130-00 |
| 12 | ავტოინჟინერი | 220-00 |
| 13 | ინსპექტორი | 220-00 |
| 15 | უფროსი მექანიკოსი და მასთან გათანაბრებული პირები | 170-00 |
| 16 | მექანიკოსი და მასთან გათანაბრებული პირები | 160-00 |
| 20 | ავტოშემკეთებელი | 260-00 |
| 21 | ელექტრომექანიკოსი | 260-00 |
| 27 | მზარეული | 115-00 |
| 28 | მზარეულის დამხმარე | 115-00 |
| 32 | კომენდანტი | 200-00 |
| 37 | დამლაგებელი (ნ.დ.) და მასთან გათანაბრებული პირები | 140-00 |
| საფინანსო განყოფილება | |||
| 1 | განყოფილების უფროსი | 750-00 | |
| 2 | განყოფილების უფროსის მოადგილე | 650-00 | |
| 3 | მთავარი ბუღალტერი | 650-00 | |
| 4 | უფროსი ბუღალტერი | 300-00 | |
| 5 | უფროსი ეკონომისტი | 300-00 | |
| 6 | უფროსი ბუღალტერ-მოლარე | 300-00 | |
| 7 | ბუღალტერი | 290-00 | |
| 8 | ბუღალტერ-მოლარე | 290-00 | |
| 9 | უფროსი საქმისმწარმოებელი | 140-00 | |
| მოქმედი რეზერვი | |||
| 1 | სამმართველოს უფროსთან გათანაბრებული | 750-00 | |
| 2 | განყოფილების უფროსთან გათანაბრებული | 430-00 | |
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დაცვის მთავარი სამმართველო | ||
| 1 | მთავარი სამმართველოს უფროსი | 930-00 |
| 2 | მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე | 830-00 |
| 3 | აპარატის უფროსი (სამმართველოს უფროსი) | 700-00 |
| 4 | აპარატის უფროსის მოადგილე | 600-00 |
| 5 | მთავარი სამმართველოს უფროსის თანაშემწე | 180-00 |
| 6 | განყოფილების უფროსი | 430-00 |
| 7 | განყოფილების უფროსის მოადგილე | 350-00 |
| 8 | ცვლის უფროსი (ქვეგანყოფილების უფროსი) | 290-00 |
| 9 | დაცვის უფროსი ოფიცერი | 280-00 |
| 10 | უფროსი ოპერატიული თანამშრომელი | 280-00 |
| 11 | მთავარი ბუღალტერი | 370-00 |
| 12 | ბუღალტერი | 260-00 |
| 13 | ბუღალტერ-მოლარე | 260-00 |
| 14 | დაცვის ოფიცერი | 260-00 |
| 15 | მძღოლი ოფიცერი | 260-00 |
| 16 | დაცვის თანამშრომელი | 120-00 |
| 17 | მძღოლი | 150-00 |
| 18 | საწყობის გამგე | 165-00 |
| 19 | პასუხისმგებელი მორიგე | 270-00 |
| 20 | საქმისმწარმოებელი | 130-00 |
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დაცვის მთავარი სამმართველო | ||
| 1 | მთავარი სამმართველოს უფროსი | 930-00 |
| 2 | მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე | 830-00 |
| 3 | აპარატის უფროსი | 700-00 |
| 4 | აპარატის უფროსის მოადგილე | 600-00 |
| 5 | განყოფილების უფროსი | 430-00 |
| 6 | განყოფილების უფროსის მოადგილე | 350-00 |
| 7 | ქვედანაყოფის უფროსი | 430-00 |
| 8 | ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე | 350-00 |
| 9 | დაცვის უფროსი (განყოფილების უფროსის მოადგილე) | 350-00 |
| 10 | ცვლის უფროსი (ქვეგანყოფილების უფროსი) | 290-00 |
| 11 | ჯგუფის უფროსი | 270-00 |
| 12 | ქვეგანყოფილების უფროსი | 290-00 |
| 13 | ცვლის უფროსი | 270-00 |
| 14 | ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე | 280-00 |
| 15 | მთავარი ბუღალტერი | 370-00 |
| 16 | დაცვის უფროსი ოფიცერი | 280-00 |
| 17 | უფროსი ოპერატიული თანამშრომელი | 280-00 |
| 18 | დაცვის ოფიცერი | 260-00 |
| 19 | ოპერატიული თანამშრომელი | 260-00 |
| 20 | ექიმი ვეტერინარი და მასთან გათანაბრებული პირები (ზოგადი პროფილის ექიმი, ქირურგი) | 250-00 |
| 21 | მებრძოლი ოფიცერი | 260-00 |
| 22 | მებრძოლი | 230-00 |
| 23 | მებრძოლი (მძღოლი) | 230-00 |
| 24 | ინჟინერ-პროგრამისტი | 250-00 |
| 25 | საქმისმწარმოებელი | 130-00 |
| 26 | თარჯიმანი | 250-00 |
| 27 | უფროსი ბუღალტერი | 290-00 |
| 28 | მოლარე | 140-00 |
| 29 | პასუხისმგებელი მორიგე | 270-00 |
| 30 | კავშირის უფროსი ოფიცერი | 280-00 |
| 31 | უფროსი ტექნიკოსი | 265-00 |
| 32 | ოპერატიული მორიგე | 250-00 |
| 33 | ოპერატორი | 140-00 |
| 34 | დამთვალიერებელი | 130-00 |
| 35 | მეკავშირე | 130-00 |
| 36 | კომენდანტი და მასთან გათანაბრებული პირები | 160-00 |
| 37 | მრეცხავი | 130-00 |
| 38 | ელექტრიკოსი | 150-00 |
| 39 | მძღოლი | 150-00 |
| 40 | საშვთა ბიუროს ინსპექტორი | 140-00 |
| 41 | დაცვის თანამშრომელი | 120-00 |
| 42 | დამლაგებელი (ნ/დ) | 140-00 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები