დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის რეორგანიზაციის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 260 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 17/04/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 53, 17/04/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №260
2006 წლის 17 აპრილი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის რეორგანიზაციის შესახებ
1. რეორგანიზებულ იქნეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 30 დეკემბრის №626 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ეროვნული მუზეუმი (შემდგომში – ეროვნული მუზეუმი) მასთან ლ. დავითაშვილის სახელობის პალეობიოლოგიის ინსტიტუტის მიერთების გზით.
2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი) და ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ ეროვნული მუზეუმის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი შეთანხმებული წინადადებების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) უზრუნველყოს „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტის მომზადება.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები