,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

  • Word
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/02/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 27, 28/02/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 06/11/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.421
  • Word
38
23/02/2006
სსმ, 27, 28/02/2006
010.240.030.10.003.000.421
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №38

2006 წლის 23 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის 41 პუნქტის, ,,საქართველოს მთავ­რობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართვე­ლოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით (სსმ III, 2004 წ., №95, მუხლი 816) დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) ამოღებულ იქნეს მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტი;

ბ) მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი” ქვეპუნქტი:

,,ი) სამოქალაქო რეესტრის სააგენტო.”;

გ) ამოღებულ იქნეს მე-12 მუხლის ,,უ” ქვეპუნქტი;

დ) მე-13 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოები – სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურები.”;

ე) ამოღებულ იქნეს მე-13 მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტი;

ვ) მე-16 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა (მათ შორის სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სააღსრულებო ბიუ­როების, სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების – სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურების, აგ­რეთვე კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერე­ბის დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამსახურებრივი უპასუხის­მგებლობისა და გადაცდომის ფაქტების გამოვლენა, თავიდან აცილება და პროფილაქტიკა.”;

ზ) ამოღებულ იქნეს 331 მუხლი.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                     ზ. ნოღაიდელი