დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საბაჟო ორგანოში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 21 აპრილის №244 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 221 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 23/03/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 39, 23/03/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.200.000.08.002.003 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.200.000.08.002.003
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №221
2006 წლის 23 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს საბაჟო ორგანოში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 21 აპრილის №244 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს საბაჟო ორგანოში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 21 აპრილის №244 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №49, მუხ. 500) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
ა) დებულების მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:
„11. სტრუქტურული რეორგანიზაციისას თანამდებობრივი სარგოს ოდენობის, შეღავათების, სამუშაო რეჟიმისა და ადგილის შეცვლისას შრომის არსებითი პირობების გაუარესების შესახებ საბაჟო ორგანოს თანამშრომლებს უნდა ეცნობოთ ორი კვირით ადრე.“;
ბ) დებულების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. დისციპლინური საქმის წარმოებისას სამსახურს ჩამოშორებულ მოხელეს უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო დანამატთან ერთად.“;
გ) დებულების მე-8 მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და ამავე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:
,,2. საბაჟო ორგანოს თანამშრომელთა სახელმწიფო სპეციალური წოდებების განაკვეთები და წოდების მქონე თანამშრომელთა კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნორმატიული აქტით.“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები