დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 მარტის №136 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 217 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 21/03/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 37, 21/03/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.020.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №217
2006 წლის 21 მარტი
ქ. თბილისი
,,ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 მარტის №136 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 მარტის №136 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №29, მუხ. 271) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ, საინფორმაციო და საექსპერტო უზრუნველყოფას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი.“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები