დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სახელმწიფო სასწავლო გრანტის საფასურის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 122 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/06/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 89, 03/07/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.020.060.10.003.000.506 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №122
2006 წლის 28 ივნისი
ქ. თბილისი
,,სახელმწიფო სასწავლო გრანტის საფასურის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტების საფუძველზე, ,,სახელმწიფო სასწავლო გრანტის საფასურის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №13 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სტუდენტებს, რომლებიც 2005-2006 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხნენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი, განესაზღვროთ სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური საფასურის მაქსიმალური, საშუალო და მინიმალური რაოდენობა შემდეგნაირად:
ა) მაქსიმალური რაოდენობა – 1500 ლარი;
ბ) საშუალო რაოდენობა – 1250 ლარი;
გ) მინიმალური რაოდენობა – 1000 ლარი.“;
ბ) ამოღებულ იქნეს დებულების მე-2 და მე-3 პუნქტები.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები