დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სამხედრო ძალებში 2006 წელს მოქალაქეთა გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 იანვრის №16 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 214 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 21/03/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 37, 21/03/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.090.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №214
2006 წლის 21 მარტი
ქ. თბილისი
,,საქართველოს სამხედრო ძალებში 2006 წელს მოქალაქეთა გაწვევის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 იანვრის №16 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,საქართველოს სამხედრო ძალებში 2006 წელს მოქალაქეთა გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 იანვრის №16 ბრძანებულებაში (სსმ III, 2006 წ. №3 მუხ. 18) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქართველოს სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვროს 3100 კაცით, აქედან საქართველოს თავდაცვის სამინისტროში – 2200 კაცით, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ ქვედანაყოფებში – 900 კაცით.”.
ბ) ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე მოქალაქეთა გაწვევა გაიმართოს 2006 წლის 10 იანვრიდან 2006 წლის 1 ივნისამდე“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები