დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის რეორგანიზაციის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 205 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 17/03/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 35, 17/03/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №205
2006 წლის 17 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის რეორგანიზაციის შესახებ
1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (საჯარო სკოლა) გამოყოფის გზით.
2. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 29 ოქტომბრის №476 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №1071, მუხ. 122) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის ახალი წესდების დამტკიცება და სასწავლებლის წარმომად-გენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.“.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების (ა. ლომაია), საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის და საქართველოს ეკონომიკური განვითარების (ი. ჩოგოვაძე) სამინისტროებმა უზრუნველყონ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები