„საქართველოს სამხედრო ძალებში 2006 წელს მოქალაქეთა გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 იანვრის №16 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს სამხედრო ძალებში 2006 წელს მოქალაქეთა გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 იანვრის №16 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 183
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 07/03/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 31, 09/03/2006
სარეგისტრაციო კოდი 120.090.000.08.002.003
  • Word
183
07/03/2006
სსმ, 31, 09/03/2006
120.090.000.08.002.003
„საქართველოს სამხედრო ძალებში 2006 წელს მოქალაქეთა გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 იანვრის №16 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №183

2006 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

,,საქართველოს სამხედრო ძალებში 2006 წელს მოქალაქეთა გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 იანვრის №16 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს სამხედრო ძალებში 2006 წელს მოქალაქეთა გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 იანვრის №16 ბრძანებულებაში (სსმ III, 2006 წ., №3, მუხ.18) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულების 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საქართველოს სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვროს 1900 კაცით, აქედან საქართველოს თავდაცვის სამინისტროში – 1000 კაცით, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ ქვედანაყოფებში – 900 კაცით.“;

ბ) ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე მოქალაქეთა გაწვევა გაიმართოს 2006 წლის 10 იანვრიდან 2006 წლის 15 აპრილამდე.“;

გ) ბრძანებულების მე-4 პუნქტით დამტკიცებული საქართველოს ცენტრალური გამწვევი კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნეს კახაბერ ჩიქოვანი – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე;

დ) ბრძანებულების მე-9 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დანართი №2

საქართველოს ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებული მუდმივმოქმედი სამხედრო სამედიცინო-საექსპერტო კომისიის შემადგენლობა

ვლადიმერ ჭიპაშვილი – მუდმივმოქმედი სამხედრო სამედიცინო-საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე

გიორგი გორგოშიძე – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ლევან ჯუღელი – კომისიის მდივანი

თინათინ გასიტაშვილი – კომისიის მდივანი

ეკატერინე დევიძე – ნევროპათოლოგი

თამარ ფაღავა – თერაპევტი

ბენიამინ კაკაბაძე – ქირურგი

ნატო ტყეშელაშვილი – ფსიქიატრი

თინათინ მახარაძე – ფტიზიატრი

გიორგი ჩაჩუა – ოფთალმოლოგი

გიორგი ბუაძე – ოტორინოლარინგოლოგი

თამარ კლინიკაძე – სტომატოლოგი

იოსებ კერესელიძე – დერმატოვენეროლოგი

ქეთევან ესვანჯია – რენტგენოლოგი

ლიანა კაპანაძე – ნარკოლოგი

ნონა შელია – ექიმ-ლაბორანტი

მზია გაბუნია – ლაბორანტი“.

მ. სააკაშვილი