„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივნისის №209 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“

  • Word
„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივნისის №209 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 182
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 06/03/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 30, 07/03/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 30/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 040.110.000.08.002.003
  • Word
182
06/03/2006
სსმ, 30, 07/03/2006
040.110.000.08.002.003
„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივნისის №209 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №182

2006 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივნისის №209 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივნისის №209 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №59, მუხ. 508) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დებულება ვრცელდება სახელმწიფო საკუთრებაში მემკვიდრეობის, ჩუქების გზით გადასულ, უპატრონო და უმკვიდრო მოძრავ ქონებაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად ჩამორთმეულ და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ ქონებაზე (შემდგომში – ქონება), აგრეთვე სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად მიჩნეულ ან სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებულ სხვა ქონებასა და მატერიალურ ფასეულობებზე, რომელიც კანონის თანახმად ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევას.“;

ბ) დებულების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქონება არ მოიცავს „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო ქონებას.“;

გ) დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2.

1. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვას, შენახვას, შეფასებას, განადგურებას, განაწილებასა და/ან რეალიზაციას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო სააგენტოს (შემდეგში– საფინანსო სააგენტო)  მეშვეობით.

2. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ამ დებულებით გათვალისწინებული ქონება შესაბამისი აქტის საფუძველზე გადაეცემა  საფინანსო სააგენტოს.

3. სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განაწილების, რეალიზაციისა და/ან განადგურების ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გენერალური პროკურატურა.“;

დ) დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8.

1. ქონების განადგურების, განაწილების და/ან რეალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

2. ქონება შეიძლება გადაცემულ იქნეს საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებების, აგრეთვე სხვა დაწესებულებებისა და ორგანოებისათვის. სახეობის გათვალისწინებით ქონება შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა სოციალური მიზნებისათვის.

3. მალფუჭებადი პროდუქციის კატეგორიას მიკუთვნებული ქონების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ იღებს შესაბამისად საქართველოს ფინანსთა მინისტრი ან საქართველოს გენერალური პროკურორი.“;

ე) დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული ამონაგები თანხა  მე-19 მუხლში მითითებული წესის შესაბამისად განსაზღვრული ხარჯების გამოკლებით ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო აღნიშნული ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების შემთხვევაში, ამონაგები თანხა მთლიანად ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.“;

ვ) დებულების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10.

1. საფინანსო სააგენტოს მიერ ქონების რეალიზაციის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

2. ქონების რეალიზაციის ერთ-ერთი ფორმაა საჯარო აუქციონი, რომლის მოწყობა ხორციელდება ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან კოორდინაციით.“;

ზ) დებულების მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 19.

ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განაწილების, რეალიზაციის  და/ან განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და/ან ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული ამონაგები თანხიდან, რომლის განაწილების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“.

მ. სააკაშვილი