დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 156 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 20/02/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 23, 21/02/2006 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 25/01/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №156
2006 წლის 20 თებერვალი
ქ. თბილისი
„შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის №48 ბრძანებულებაში (სსმ III, 1999 წ., №6 (13), მუხ. 100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს 100%-იანი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში, რომლებსაც უფლებამონაცვლე არა ჰყავთ, საწარმოო ტრავმით დაზარალებულ პირთა აღრიცხვის, ზიანის ანაზღაურების გაანგარიშებისა და გაცემის კონტროლის დაწესება.“.
2. ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის 421 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„421. 100%-იანი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში, რომლებსაც უფლებამონაცვლე არა ჰყავთ, საწარმოო ტრავმით დაზარალებულ პირთა აღრიცხვას, ზიანის ანაზღაურების გაანგარიშებას და გაცემას უზრუნველყოფს სსიპ – სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ამ დანიშნულებით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.“.
3. ბრძანებულება ამოქმედდეს 2006 წლის 25 იანვრიდან.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები