დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის №651 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 129 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 20/02/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 23, 21/02/2006 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/09/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 110.080.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №129
2006 წლის 20 თებერვალი
ქ. თბილისი
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის №651 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის №651 ბრძანებულებაში (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, 1997 წ., კრებული 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ქედის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს სამი მოსამართლით;“;
ბ) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) შუახევის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს სამი მოსამართლით;“;
გ) მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ხულოს რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს სამი მოსამართლით;“.
მ. სააკაშვილი
დოკუმენტის კომენტარები