„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის №120 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

  • Word
„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის №120 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 126
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 17/02/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 23, 21/02/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 25/10/2006
სარეგისტრაციო კოდი 010.270.000.08.002.003
  • Word
126
17/02/2006
სსმ, 23, 21/02/2006
010.270.000.08.002.003
„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის №120 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს პრეზიდენტი.

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.270.000.08.002.003

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №126

2006 წლის 17 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის №120 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის №120 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №25, მუხ. 232) დამტკიცებულ ქალაქ თბილისის მერიის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მერიის ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია);“;

ბ) მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1 “ და „ა2 “ ქვეპუნქტები:

„ა1 ) წყვეტს საქალაქო მნიშვნელობის განათლების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის, კულტურისა და სპორტის საკითხებს, ამტკიცებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისათვის გასატარებელ ღონისძიებებს;

2 ) ამტკიცებს ქალაქ თბილისის კეთილმოწყობის, გამწვანების პროგრამებსა და გეგმებს;“;

გ) მე-12 მუხლის „ე1 “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე1 ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის უფროსს;“;

დ) ამოღებულ იქნეს მე-12 მუხლის „ე2 “ ქვეპუნქტი;

ე) 22-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საკრებულოს მიერ დადგენილი წესით ადგილობრივი საკუთრების ფლობა, განკარგვა და მისით სარგებლობა;“;

ვ) 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1 “ და „ე2 “ ქვეპუნქტები:

„ე1 ) საქალაქო სამსახურების შექმნა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, აგრეთვე, მათ დაფუძნებაში მონაწილეობა და მათში გაწევრიანება; სამეწარმეო იურიდიული პირის წილის (აქციების) შეძენა; ამხანაგობაში მონაწილეობა;

2 ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მთავრობის მონაწილეობით შექმნილი სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების ხელმძღვანელთა დანიშვნა-გათავისუფლება და მათი საქმიანობის კონტროლი;“;

ზ) 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 24. ადმინისტრაციის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი

1. ქალაქ თბილისის მერიისა და მთავრობის საქმიანობას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაცია.

2. ადმინისტრაციის საქმიანობას უძღვება ადმინისტრაციის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ თბილისის მერი. ადმინისტრაციის უფროსის უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებით, ადმინისტრაციის დებულებითა და ქალაქ თბილისის მთავრობის რეგლამენტით.

3. ადმინისტრაციისა და მისი სტრუქტურული ერთეულების მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის უფროსი.

4. ადმინისტრაციის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ადმინისტრაციის დებულებით, რომელსაც ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს ქალაქ თბილისის მერი.

5. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომლებსაც ამტკიცებს ქალაქ თბილისის მერი.

6. ადმინისტრაციის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს ქალაქ თბილისის მერი.

7. ადმინისტრაციის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს – განკარგულებას.“;

თ) 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 27. საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი

საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსსა და მის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ თბილისის მერი.“.                            

მ. სააკაშვილი