დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებულ უძრავ ქონებაზე უფლებების აღრიცხვასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 124 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 14/02/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 22, 17/02/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.090.000.08.002.003 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (17/02/2006 - 15/11/2010)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №124
2006 წლის 14 თებერვალი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებულ უძრავ ქონებაზე უფლებების აღრიცხვასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებული საკუთრების უფლებების დაცვის გარანტიების შექმნისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ პირთა ქონებრივი უფლებების რესტიტუციის მიზნით:
1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (გ.ხევიაშვილი):
ა) განახორციელოს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვა და მონაცემთა ბაზის ფორმირება;
ბ) დაამტკიცოს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვის წესი.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (გ. ქავთარაძე), ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე), შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ი. მერაბიშვილი), საგარეო საქმეთა სამინისტრომ (გ. ბეჟუაშვილი), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ (ი. ალასანია) და ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ხელი შეუწყონ დევნილთა უძრავი ქონების აღრიცხვის პროცესის განხორციელებაში.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებული უძრავი ქონების წინასწარი რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტის მომზადება.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები