დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1996 წლის 4 აპრილის სავიზო შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2005 წლის 15 დეკემბერს ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 101 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 01/02/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 15, 06/02/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.140.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №101
2006 წლის 1 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1996 წლის 4 აპრილის სავიზო შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2005 წლის 15 დეკემბერს ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ
1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს 2005 წლის 15 დეკემბერს ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1996 წლის 4 აპრილის სავიზო შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (გ. ბეჟუაშვილი):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;
ბ) შეატყობინოს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების შესახებ.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები