დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის მარიონეტების პროფესიული სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 92 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 01/02/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 14, 03/02/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002.003 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (03/02/2006 - 14/06/2013)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №92
2006 წლის 1 თებერვალი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის მარიონეტების სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ
1. „თეატრ-სტუდია რეზო გაბრიაძის ხელმძღვანელობით“ თეატრის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ თბილისის მარიონეტების სახელმწიფო თეატრი (შემდგომში _ თეატრი).
2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი):
ა) განახორციელოს თეატრის სახელმწიფო კონტროლი;
ბ) უზრუნველყოს თეატრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს თეატრისათვის ქ. თბილისში შავთელის ქ. # 26-ში მდებარე შენობისა და მასზე დამაგრებული მიწის ფართობის და შესაბამისი ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები