დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის დაარსებისა და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 15 ნოემბრის №508 ბრძანებულებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 83 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 27/01/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 11, 27/01/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.030.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №83
2006 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის დაარსებისა და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 15 ნოემბრის№ №508 ბრძანებულებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
„საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის დაარსებისა და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 15 ნოემბრის №508 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №133, მუხ. 1167) დამტკიცებულ იუნესკოს საქმეთა საქართველოს ეროვნული კომისიის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:
ა) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) შექმნას საექსპერტო ჯგუფი“.
ბ) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11.
ეროვნული კომისია შედგება 12 წევრისაგან: ეროვნული კომისიის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის, გენერალური მდივნისა და კომისიის წევრებისაგან“;
გ) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14.
ეროვნული კომისიის პრეზიდენტი ნიშნავს ეროვნული კომისიისა და საექსპერტო ჯგუფის წევრებს“;
დ) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15.
ეროვნული კომისიის წევრები ირჩევენ ეროვნული კომისიის ვიცე-პრეზიდენტსა და გენერალურ მდივანს, რომლებსაც ნიშნავს ეროვნული კომისიის პრეზიდენტი.
ეროვნული კომისიის გენერალური მდივანი უნდა იყოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი“.
ე) მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 20.
კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის სამდივნო“;
ვ) 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 22.
ეროვნული კომისიის სამდივნოს ფუნქციებს ასრულებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობისა და დიასპორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც ახორციელებენ იუნესკოსთან თანამშრომლობის დიპლომატიურ უზრუნველყოფას“;
ზ) ამოღებულ იქნეს 23-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები