„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

  • Word
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 82
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 27/01/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 11, 27/01/2006
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2006
სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.08.002.003
  • Word
82
27/01/2006
სსმ, 11, 27/01/2006
120.010.000.08.002.003
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს პრეზიდენტი.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №82

2006 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №130, მუხლი 1148) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) ბრძანებულების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სამხედრო მოსამსახურეთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოებისა და დანამატების, ასევე სამოქალაქო პირთა შრომითი გასამრჯელოს (კანონმდებლობის შესაბამისად) ოდენობას ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.”;

ბ) ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 61, 62 და 63 პუნქტები:

„61. დამტკიცდეს სამოქალაქო თანამდებობათა ნუსხა და სამხედრო მოსამსახურეთა წოდებრივი სარგოების ნუსხა (დანართი №1).

62. განსაზღვრული სამუშაოს შესასრულებლად შესაძლებელია შრომითი ხელშეკრულებით შესაბამისი სამოქალაქო პირის შტატგარეშე დაქირავება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

63. სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც სამხედრო სამსახურს გადიან გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის სახით და სურვილს გამოთქვამენ საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში გადასვლაზე, საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში გადასვლიდან გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის ვადის პირველი წლის განმავლობაში თანამდებობრივი სარგო განესაზღვროთ 57 ლარით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ანაზღაურება განესაზღვროთ კონტრაქტით გათვალისწინებული ოდენობით.“;

გ) ბრძანებულების მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. დაუწესდეთ სამხედრო მოსამსახურეებს წოდებრივი სარგოები ამ ბრძანებულების №1 დანართის შესაბამისად.“;

დ) ბრძანებულების 42-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„42. სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც სამსახურს გადიან სხვა სახელმწიფო უწყებაში, თანამდებობრივი სარგო განესაზღვრებათ იმ უწყებაში დადგენილი თანამდებობრივი სარგოს (განაკვეთის) ოდენობით, მაგრამ არანაკლებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით დადგენილი თანამდებობრივი სარგოს ოდენობისა. აღნიშნულ სამხედრო მოსამსახურეებს წოდებრივი სარგოთი, კანონმდებლობით დადგენილი დანამატებით, დათხოვნასთან დაკავშირებული ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარებით (კანონმდებლობით დადგენილი ფულადი სარგოების გათვალისწინებით), სასურსათო ულუფის სანაცვლოდ დაწესებული ფულადი კომპენსაციითა და ფორმის ტანსაცმლით ან შესაბამისი ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (თუ სხვა რამ არ არის დადგენილი), ხოლო თანამდებობრივ სარგოს ფინანსურად უზრუნველყოფს სახელმწიფო უწყება, სადაც სამხედრო მოსამსახურე გადის სამსახურს“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

მ. სააკაშვილი