„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

  • Word
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 77
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 25/01/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 10, 26/01/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 30/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003
  • Word
77
25/01/2006
სსმ, 10, 26/01/2006
040.030.000.08.002.003
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №77

2006 წლის 25 იანვარი

ქ. თბილისი

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის  №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში (სსმ III, 2001 წ., №78, მუხ. 555) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 1. მთავარი საჯარო თანამდებობა

ა) აპარატის უფროსი;

ბ) აპარატის უფროსის მოადგილე;

გ) პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი;

დ) დეპარტამენტის უფროსი;

ე) საბიუჯეტო ოფისის უფროსი.

    მუხლი 2. წამყვანი საჯარო თანამდებობა

ა) პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილე;

ბ) კომიტეტის აპარატის უფროსი;

გ) პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სამდივნოს უფროსი;

დ) პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე;

ე) მთავარი ბუღალტერი;

ვ) მანდატურთუხუცესი;

ზ) სამდივნოს უფროსი;

თ) განყოფილების უფროსი;

ი) სასწავლო ცენტრის უფროსი.

    მუხლი 3. უფროსი საჯარო თანამდებობა

ა) მთავარი სპეციალისტი;

ბ) რეფერენტი;

გ) პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე;

დ) წამყვანი სპეციალისტი;

ე) წამყვანი მანდატური;

ვ) უფროსი სპეციალისტი;

ზ) უფროსი მანდატური.

    მუხლი 4. უმცროსი საჯარო თანამდებობა

ა) მდივან-სპეციალისტი;

ბ) სპეციალისტი.“.

მ. სააკაშვილი