დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 72 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 25/01/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 10, 26/01/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №72
2006 წლის 25 იანვარი
ქ. თბილისი
„შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულებაში (სსმ III, 1999 წ., №6(13), მუხ. 100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს 100-პროცენტიანი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში საწარმოო ტრავმით დაზარალებულ პირთა აღრიცხვისათვის, ზიანის ანაზღაურების გაანგარიშებისა და გაცემისათვის კონტროლის დაწესება.“;
ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის 421 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„421.. 100-პროცენტიანი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში საწარმოო ტრავმით დაზარალებულ პირთა აღრიცხვას, ზიანის ანაზღაურების გაანგარიშებას და გაცემას უზრუნველყოფს სსიპ – სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ამ დანიშნულებით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები