„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხისა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 აგვისტოს №344 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

  • Word
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხისა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 აგვისტოს №344 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 70
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 25/01/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 10, 26/01/2006
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 09/10/2007
სარეგისტრაციო კოდი 010.210.060.08.002.003
  • Word
70
25/01/2006
სსმ, 10, 26/01/2006
010.210.060.08.002.003
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხისა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 აგვისტოს №344 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს პრეზიდენტი.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №70

2006 წლის 25 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხისა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 აგვისტოს №344 ბრძანებულებაში ცვლილებების  შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხისა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ სა-ქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 აგვისტოს №344 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №90, მუხ. 777) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულებით დამტკიცებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების (დანართი №1):

ა.ა) პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აპარატში იქმნება დეპარტამენტები, სამმართველოები, განყოფილებები და სხვა შიდა სტრუქტურული ერთეულები.“;

ა.ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საკადრო საკითხთა და საქმისწარმოების დეპარტამენტი.“;

ა.გ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი შედგება სამართლებრივ საკითხთა და ანალიტიკური სამმართველოს, საფინანსო განყოფილების, სამეურნეო განყოფილების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აპარატისა და პრესცენტ-რისაგან.“;

ა.დ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. საკადრო საკითხთა და საქმისწარმოების დეპარტამენტი

1. საკადრო საკითხთა და საქმისწარმოების დეპარტამენტი:

ა) ახორციელებს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა და საბჭოს აპარატის მოხელეთა საკადრო აღრიცხვას;

ბ) აწარმოებს მოსამართლეთა და საბჭოს აპარატის მოხელეთა შრომით წიგნაკებსა და ჩასართ ფურცლებს;

გ) ადგენს მოსამართლეთა და საბჭოს აპარატის მოხელეთა ნამსახურობის ნუსხას;

დ) აფორმებს მოსამართლეთა და საბჭოს აპარატის მოხელეთა თანამდებობაზე გამწესებასა და გათავისუფლებას, შვებულებებს, საპენსიო საბუთებს, შრომისუუნარობის ფურცლებსა და მივლინებებს;

ე) უზრუნველყოფს ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების აღრიცხვას;

ვ) უზრუნველყოფს ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის გამართვას, ატესტაციის ორგანიზებასა და ჩატარებას;

ზ) ამზადებს ბრძანებებს აპარატის მოხელეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

თ) ახორციელებს საკვალიფიკაციო გამოცდების მოწყობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საქმიანობას;

ი) ახორციელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მისი აპარატის სამსახურებრივი დოკუმენტების რეგისტრაციასა და დაგზავნას, ორგანიზებას უწევს აპარატში ერთიან საქმისწარმოებას.

2. საკადრო საკითხთა და საქმისწარმოების დეპარტამენტი შედგება საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზებისა და საკადრო საკითხთა განყოფილებისა და კანცელარიისაგან.

3. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.“;

ბ) ბრძანებულებით დამტკიცებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები (დანართი №2) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი №2

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები

 

თანამდებობის დასახელება

საშტატო ერთეულის რაოდენობა

თანამდებობრივი სარგო

 

სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი

 

 

1.

დეპარტამენტის უფროსი

1

1600

2.

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

1

1200

I

სამართლებრივ საკითხთა და ანალიტიკური სამმართველო

 

 

1.

სამმართველოს უფროსი

1

900

2.

უფროსი კონსულტანტი

1

650

3.

კონსულტანტი

3

550

II

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აპარატი

 

 

1.

რეფერენტი

3

400

III

პრესმდივანი (უფროსი კონსულტანტი)

1

550

IV

საფინანსო განყოფილება

 

 

1.

განყოფილების უფროსი

1

800

2.

უფროსი კონსულტანტი

1

650

V

სამეურნეო განყოფილება

 

 

1.

განყოფილების უფროსი

1

800

2.

დამხმარე მოსამსახურე

 

 

2.1

მდივნის მძღოლი

1

350

2.2

მძღოლი

3

250

2.3

დამლაგებელი

1

200

2.4

დამლაგებელი

1

180

2.5

დამლაგებელი

1

150

2.6

სპეციალისტი

2

250

VI

მთავარი ბუღალტერი

1

700

 

სულ

24

 

 

სამოსამართლო ეთიკისა და დისციპ­ლინური სამართალწარმოების დე­პარ­ტამენტი

 

 

1.

დეპარტამენტის უფროსი

1

1650

2.

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

1

1200

I

სისხლის სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარ­მოე­ბის სამმართველო

 

 

1.

სამმართველოს უფროსი

1

1000

2.

უფროსი კონსულტანტი

1

750

3.

კონსულტანტი

2

650

II

სამოქალაქო სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოე­ბის სამმართველო

 

 

1.

სამმართველოს უფროსი

1

1000

2.

უფროსი კონსულტანტი

1

750

3.

კონსულტანტი

3

650

III

ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამარ­თალ­წარმოების სამმართველო

 

 

1.

სამმართველოს უფროსი

1

1000

2.

უფროსი კონსულტანტი

1

750

3.

კონსულტანტი

2

650

 

სულ

15

 

 

საკადრო საკითხთა და საქმისწარ­მოების დეპარტამენტი

 

 

1.

დეპარტამენტის უფროსი

1

1500

I

საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზებისა და საკადრო საკითხთა განყოფილება

 

 

1.

განყოფილების უფროსი

1

750

2.

უფროსი კონსულტანტი

1

600

3.

კონსულტანტი

4

500

II

კანცელარია (განყოფილება)

 

 

1.

კანცელარიის უფროსი

1

700

2.

უფროსი კონსულტანტი

1

550

 

სულ

9

 

 

სულ ჯამში

48

 

                                                                                                                                          “.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2006 წლის 1 თებერვლიდან.

მ. სააკაშვილი