„მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 მარტის №131 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

  • Word

დოკუმენტის ნომერი 69
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 23/01/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 10, 26/01/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 09/10/2007
სარეგისტრაციო კოდი 110.080.000.08.002.003
  • Word
69
23/01/2006
სსმ, 10, 26/01/2006
110.080.000.08.002.003
„მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 მარტის №131 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №69

2006 წლის 23 იანვარი

 ქ. თბილისი

„მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 მარტის  №131 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 მარტის №131 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №28, მუხ. 259) დამტკიცებულ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესში (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

ა) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. განცხადება შეიტანება მხოლოდ საერთო საკვალიფიკაციო ან ერთ-ერთი სპეციალიზაციის მიხედვით.“;

ბ) 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 25. საგამოცდო ბილეთის დარიგების წესი

1. წერითი გამოცდის დაწყებამდე საორგანიზაციო კომისიის წარმომადგენელს საგამოცდო დარბაზში შემოაქვს დალუქული კონვერტი ან ყუთი, რომელშიც მოთავსებულია საგამოცდო ბილეთები.

2. საორგანიზაციო კომისიის წარმომადგენელი გამოსაც­დელთაგან მოიწვევს რამდენიმე პირს, რომლებიც შეამოწ­მებენ, არის თუ არა ყუთი ან კონვერტი სწორად დალუქული. ყუთი (კონვერტი) გაიხსნება მათი თანდასწრებით.

3. ყოველ გამოსაცდელს დაურიგდება საგამოცდო ბილეთი და საგამოცდო რვეული.“;

გ) 30-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ტესტური გამოცდა დაიწყება რეგისტრაციის დამთავრებიდან არა უგვიანეს ერთი საათისა, ხოლო წერითი გამოცდა – რეგისტრაციის დამთავრებიდან არა უგვიანეს ორი საათისა.“.

მ. სააკაშვილი