დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის №649 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 67 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 23/01/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 10, 26/01/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/09/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.050.020.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №67
2006 წლის 23 იანვარი
ქ. თბილისი
„რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის №649 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის №649 ბრძანებულების (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, 1997 წ., კრებული №21, გვ. 97) მე-60 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) თბილისის საქალაქო სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 65 მოსამართლით;
ვ) თბილისის საქალაქო სასამართლოს სპეციალიზებულ სასამართლო კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს:
ვ.ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში – 25 მოსამართლით;
ვ.ბ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში – 20 მოსამართლით;
ვ.გ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში – 20 მოსამართლით.“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები