„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 აგვისტოს №341 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

  • Word
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 აგვისტოს №341 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 64
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 23/01/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 10, 26/01/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 09/10/2007
სარეგისტრაციო კოდი 010.210.060.08.002.003
  • Word
64
23/01/2006
სსმ, 10, 26/01/2006
010.210.060.08.002.003
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 აგვისტოს №341 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №64

2006 წლის 23 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 აგვისტოს №341 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 აგვისტოს №341 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №90, მუხ. 774) დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის სოციალური დაცვის გარანტიები

ამ რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი (თუ იგი არ არის საქართველოს პარლამენტის წევრი) სარგებლობს შემდეგი სოციალური დაცვის გარანტიებით:

ა) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობრივი განაკვეთები განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა.ა) საბჭოს მდივანი – 2500 ლარი;

ა.ბ) საბჭოს წევრი – 2200 ლარი;

ბ) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით 30 კალენდარული დღის ხანგრძლივობით;

გ) დაუშვებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისათვის სოციალური დაცვის გარანტიების გაუქმება, მოქმედების შეჩერება ან მათი ოდენობის შემცირება, შრომის ანაზღაურებისა და სხვა მატერიალური შეღავათების შემცირება მისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2006 წლის   1 იანვრიდან.

მ. სააკაშვილი