დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ოქტომბრის №846 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 58 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 23/01/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 9, 24/01/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/02/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.210.050.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №58
2006 წლის 23 იანვარი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ოქტომბრის №846 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ოქტომბრის №846 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №123, მუხ. 1375) დამტკიცებულ საქართვე-ლოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებაში და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საშტატო განრიგში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) თავდაცვის და მართლწესრიგის საკითხთა დეპარტამენტი ახორციელებს თავდაცვის და უშიშროების სფეროში განხორციელებული პოლიტიკის კოორდინაციას; კორუფციასთან, ტერორიზმთან და სხვა სახის დამნაშავეობასთან ბრძოლის უწყვეტ მონიტორინგს; საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდი-ნაციას; მონაწილეობს სისხლის სამართლის რეფორმის სტრატეგიის იმპლემენტაციაში; ეროვნული უშიშროების საბჭო კანონმდებლობით მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში პრეზიდენტისთვის წარსადგენად ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს ქვეყანაში ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის საკითხებზე;
ბ) სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შესაბამისად, ახორციელებს პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური უსაფრთხოების მდგომარეობის მონიტორინგს, თავისი კომპეტენციის სფეროში, თანამშრომლობს უცხოეთის ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აწარმოებს საფრთხეების იდენტიფიკაციას და კოორდინაციას უწევს მათი თავიდან აცილებისა და ნეიტრალიზაციის ღონისძიებებს; ახორციელებს ქვეყნის შიგნით არსებული კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკურ პროცესთა კოორდინაციას; საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებების ადეკვატური აღსრულების უზრუნველსაყოფად აწარმოებს ადგილებზე სახელმწიფო მმართველობის ეფექტურობის უწყვეტ მონიტორინგს;
გ) საორგანიზაციო სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანაა აპარატის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა, რაც მოიცავს საფინანსო-სამეურნეო, საკადრო, იურიდიულ და საქმისწარმოების ფუნქციებს. სამსახური ახორციელებს აპარატში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის კონტროლს, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომების ორგანიზებას, საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი საიდუმლო გრიფის მქონე დოკუმენტების რეგისტრაციას, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის საკონტროლო დავალებათა შესრულებას.”.
2. დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. აპარატის სტუქტურულ ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობენ დეპარტამენტის დირექტორები და სამსახურის უფროსი. დეპარტამენტის დირექტორს (სამსახურის უფროსს) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის წარდგინებით.”.
3. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საშტატო განრიგი (დანართი №2) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
4. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
| დანართი№2 საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის | |||||||
| № | თანამდებობა |
| საშტატო ერთეულის რაოდენობა | თანამდ. სარგო |
|
| |
| 1 | საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი |
| 1 | 3000 |
|
| |
| 2 | ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე |
| 1 | 1900 |
|
| |
| 3 | ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე |
| 1 | 900 |
|
| |
| 4 | მთავარი სპეციალისტი |
| 1 | 700 |
|
| |
| 5 | სპეციალისტი |
| 1 | 550 |
|
| |
|
| სულ: |
| 5 | 7050 |
|
| |
| სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი | |||||||
| 1 | დეპარტამენტის დირექტორი |
| 1 | 1600 |
|
| |
| 2 | მთავარი მრჩეველი |
| 2 | 900 |
|
| |
| 3 | მრჩეველი |
| 4 | 700 |
|
| |
|
| სულ დეპარტამენტში: |
| 7 | 3200 |
|
| |
| თავდაცვისა და მართლწესრიგის საკითხთა დეპარტამენტი | |||||||
| 1 | დეპარტამენტის დირექტორი |
| 1 | 1600 |
|
| |
| 2 | მთავარი მრჩეველი |
| 2 | 900 |
|
| |
| 3 | მრჩეველი |
| 4 | 700 |
|
| |
|
| სულ: |
| 7 | 3200 |
|
| |
| საორგანიზაციო სამსახური | |||||||
| 1 | სამსახურის უფროსი |
| 1 | 1100 |
|
| |
| 2 | მთავარი სპეციალისტი |
| 1 | 700 |
|
| |
| 3 | წამყვანი სპეციალისტი |
| 2 | 650 |
|
| |
| 4 | სპეციალისტი |
| 4 | 550 |
|
| |
| 5 | მოლარე-ბუღალტერი |
| 1 | 600 |
|
| |
|
| სულ: |
| 9 | 3600 |
|
| |
|
| სულ ეუს აპარატში შტატი: |
| 28 | 17050 |
|
| |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები