დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 76 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/04/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 46, 05/04/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.10.003.000.462 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №76
2006 წლის 5 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებით (სსმ III, 2004 წ., №70, მუხ. 624) დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის რეგლამენტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) შეთანხმებები დაინტერესებულ უწყებებთან, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრების აპარატებთან.“.
2. 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 38
ნორმატიული აქტის პროექტი კანონმდებლობით დადგენილი წესით დაინტერესებულ უწყებებთან, მათ შორის საქართველოს სახელმწიფო მინისტრების აპარატებთან და სხვა ორგანიზაციებთან შეთანხმების შემდეგ წარედგინება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელიც ორ კვირაში პროექტის შესახებ ამზადებს სამართლებრივ დასვნას.“.
3. 51-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“2. კანონპროექტის სახით საკანონმდებლო წინადადების (შემდგომში – კანონპროექტის) მომზადებისა და საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოდგენის უფლებამოსილება აქვთ საქართველოს მინისტრებს, სახელმწიფო მინისტრებს, ხოლო აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამ პროცესის კოორდინაციას ახორციელებენ საქართველოს მთავრობის კანცელარია (თავისი შესაბამისი ქვედანაყოფის მეშვეობით) და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.“.
4. 52-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კანონპროექტი უნდა მომზადდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და შესათანხმებლად (დასკვნისათვის) წარედგინოს აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა დაინტერესებულ დაწესებულებას, მათ შორის საქართველოს სახელმწიფო მინისტრების აპარატებს, რომელთაც დასკვნის მოსამზადებლად ეძლევათ ერთი თვის ვადა. ეს ვადა შეიძლება შეიცვალოს საქართველოს მთავრობის კანცელარიის ან იუსტიციის სამინისტროს მოტივირებული მოთხოვნით.“.
5. 55-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კანონპროექტს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში წარმოდგენისას თან უნდა დაერთოს: უწყების ხელმძღვანელის მიმართვის წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე, რომელშიც საფუძვლიანად უნდა იქნეს დასაბუთებული კანონპროექტის მომზადების საჭიროება და აქტუალურობა; საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვით მომზადებული განმარტებითი ბარათი; საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და დაინტერესებულ უწყებათა, მათ შორის საქართველოს სახელმწიფო მინისტრების აპარატების დასკვნები; კანონპროექტი სხვა ნორმატიულ აქტებში იმ ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანის შესახებ, რომლებსაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება; კანონპროექტის შეთანხმების ფურცელი; საქართველოს მთავრობის სხდომაზე მოსაწვევ პირთა სია.
2. კანონპროექტის შეთანხმების ფურცელში უნდა მიეთითოს:
ა) კანონპროექტის სახელწოდება და მისი მომზადების საფუძველი;
ბ) კანონპროექტის წარმომდგენი სახელმწიფო დაწესებულების სახელწოდება;
გ) კანონპროექტის დაინტერესებულ უწყებებთან, მათ შორის საქართველოს სახელმწიფო მინისტრების აპარატებთან შესათანხმებლად დაგზავნისა და დასკვნის მიღების თარიღები ამ უწყებათა სახელწოდებების მითითებით;
დ) ცალკეულ უწყებათა დასკვნებში გამოთქმული შენიშვნების მოკლე შინაარსი და კანონპროექტში მათი გაზიარება-არგაზიარების თაობაზე არგუმენტირებული კომენტარი.“.
6. 56-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის განხილვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის დასკვნისა და საპარლამენტო მდივნის სავალდებულო ვიზირების შემდეგ.“.
7. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები