დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №558 ბრძანებულებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 16/01/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 6, 17/01/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №25
2006 წლის 16 იანვარი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №558 ბრძანებულებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №558 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2003 წ., №2, მუხ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:
ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ2“ ქვეპუნქტი:
„ბ2) ახორციელებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონებით კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრულ ფუნქციებს;“;
ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მიღებული შემოსავლების (დაფინანსების) ფარგლებში ოპერატიულად უზრუნველყოს ჯანმრთელობის, სოციალური და სხვა სახელმწიფო პროგრამების მიხედვით შესრულებული სამუშაოს, აგრეთვე, სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების და სხვა გასაცემლების გადარიცხვა; განახორციელოს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონებით პენსიის /კომპენსაციის/ აკადემიური სტიპენდიის ადმინისტრირების ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობები;“.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები