დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 13/01/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 6, 17/01/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №21
2006 წლის 13 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №135, მუხ. 1486) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და №2 დანართის:
ა) ,,ა“ ქვეპუნქტს დაემატოს სიტყვები: ,,ანალიტიკური ჯგუფის მთავარ მრჩევლებს“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილეს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების უფროსებს და მათ მოადგილეებს, ანალიტიკური ჯგუფის მთავარ მრჩევლებს;“;
ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მის სისტემაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების არა უმეტეს 80 თანამშრომელს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის არა უმეტეს 60 თანამშრომელს, თავდაცვის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის არა უმეტეს 30 თანამშრომელს, თითოეული უწყების მიხედვით – შესაბამისი უწყების მომართვის საფუძველზე;“;
გ) „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები