დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს დელეგაციისათვის მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 06/01/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 3, 10/01/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №10
2006 წლის 6 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს დელეგაციისათვის მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოთ საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს ლაშა გოცირიძეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს დიმიტრი გვინდაძეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გრიგოლ გობეჯიშვილს, რეფორმების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს ვახტანგ ლეჟავას, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს დავით ამაღლობელს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსს იოსებ სხირტლაძეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსს გიორგი თაბუაშვილს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსს დავით ხოსრუაშვილს, საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსს ქართლოს ყიფიანს, საქართველოს კონტროლის პალატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს ბაკურ მგელიაშვილს, საქართველოს კონტროლის პალატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ზურაბ გარაყანიძეს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროგრამების დეპარტამენტის უფროსს ეკა ავალიანს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროგრამების დეპარტამენტის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარ სპეციალისტს ინგა ახობაძეს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სახელმწიფო ვალის დეპარტამენტის მრჩეველს ნატა გოდერძიშვილს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის სამმართველოს უფროსს იაკობ ედილაშვილსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საფინანსო სამსახურის უფროსის მოადგილეს დავით ნაბორაშვილს უფლებამოსილება, რომ გამართონ მოლაპარაკება „საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის ფინანსური ხელშეკრულების (სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის მხარდამჭერი პროგრამა)“ ტექსტის მიღების მიზნით.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები