„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ”

  • Word
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 05/01/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 2, 09/01/2006
სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.08.002.003
  • Word
7
05/01/2006
სსმ, 2, 09/01/2006
120.010.000.08.002.003
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ”
საქართველოს პრეზიდენტი.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №7

2006 წლის 5 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის 119 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის 119 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., 38, მუხ. 308) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

ა) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის რ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

რ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებებს ახალი და მოდერნიზებული სამხედრო ტექნიკის, საბრძოლო მასალების შეიარაღებაში მიღებისა და მოძველებული სამხედრო ტექნიკის შეიარაღებიდან მოხსნის თაობაზე.“;

ბ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის უ) და ფ) ქვეპუნქტები:

უ) ამტკიცებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს.

ფ) გასცემს ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვას.“;

გ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

11. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს აქვს სტრუქტურული ქვედანაყოფები, რომელთა დებულებებს ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.“.

მ. სააკაშვილი