„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 3 დეკემბრის №561 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1094
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 29/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 153, 30/12/2005
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003
  • Word
1094
29/12/2005
სსმ, 153, 30/12/2005
040.030.000.08.002.003
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 3 დეკემბრის №561 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს პრეზიდენტი.

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №1094

2005 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 3 დეკემბრის №561 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 3 დეკემბრის №561 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №142, მუხ. 1283) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოში ეკონომიკური ზრდის და სიღარიბის დაძლევის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ამ დარგში არსებული პრობლემების მოგვარების ხელშეწყობის მიზნით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი დახმარების ფარგლებში, რომელიც გათვალისწინებულია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, რომელიც მოქმედებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის სახით და საქართველოს მთავრობას შორის 2005 წლის 12 სექტემბერს ხელმოწერილი ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმებით (კომპაქტით), „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:“;

ბ) ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს მთავრობამ (ზ. ნოღაიდელი) უზრუნველყოს ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცება.“;

გ) ბრძანებულების მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მ. სააკაშვილი