დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს დედაქალაქის _ ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის №120 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1093 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 29/12/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 153, 30/12/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/10/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.270.000.08.002.003 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.270.000.08.002.003
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №1093
2005 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის №120 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის საფუძველზე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 მარტის №120 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №25, მუხ. 232) დამტკიცებულ ქ. თბილისის მერიის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დებულების მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მერიის აპარატი (შემდგომში – აპარატი);“;
ბ) დებულების მე-12 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) უფლებამოსილია პრემიერის წარდგინებით 6 თვის ვადით დანიშნოს პრემიერის მოადგილის ან ქალაქ თბილისის მთავრობის წევრი საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, თუ საკრებულომ ორჯერ ზედიზედ არ დაამტკიცა პრემიერის მიერ წარდგენილი კანდიდატურა და 2 კვირაში საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ვერ აირჩია შესაბამისი თანამდებობის პირი;“;
გ) დებულების მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1 “ და „ე2 “ ქვეპუნქტები:
„ე1 ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აპარატის უფროსს;
ე2 ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, აპარატის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აპარატის თანამშრომლებს – მრჩევლებს და ტექნიკურ პერსონალს ან საკუთარი განკარგულებით ახდენს ამ უფლების მთლიან ან ნაწილობრივ დელეგირებას აპარატის უფროსზე;“;
დ) დებულების მე-15 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს პრემიერის მოადგილისა და მთავრობის წევრი საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურებს;“;
ე) ამოღებულ იქნეს დებულების მე-15 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი;
ვ) დებულების 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 24. აპარატის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი
1. ქ. თბილისის მთავრობის საქმიანობას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს აპარატი.
2. აპარატის საქმიანობას უძღვება აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. აპარატის უფროსის უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებით, აპარატის დებულებითა და ქ. თბილისის მთავრობის რეგლამენტით.
3. აპარატის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება აპარატის დებულებით, რომელსაც აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს მერი.
4. აპარატის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს მერი.“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები