„საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 9 ნოემბრის №637 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”

  • Word
„საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 9 ნოემბრის №637 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 1089
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 29/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 153, 30/12/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2009
სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.08.002.003
  • Word
1089
29/12/2005
სსმ, 153, 30/12/2005
010.130.000.08.002.003
„საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 9 ნოემბრის №637 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №1089

2005 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 9 ნოემბრის №637 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 9 ნოემბრის №637 ბრძანებულებით (სსმ III, 1998 წ., №4, მუხ. 106) დამტკიცებულ საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) დებულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მოქალაქეობის საკითხებით დაინტერესებულ პირთა განცხადებებსა და კანონით უფლებამოსილ ორგანოთა წარდგინებას წინასწარ განსახილველად ამზადებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და იმიგრაციის დეპარტამენტი, რომელიც დასკვნას აღნიშნულის თაობაზე წარუდგენს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და იმიგრაციის საკითხთა კომისიას (შემდგომში – კომისია). კომისიის დადგენილება საქმის მასალასთან ერთად საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს.“;

ბ) დებულების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება ვალდებული არიან საბუთების მიღებიდან ერთ თვეში უზრუნველყონ მათი წარდგენა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში. არასრულყოფილი მასალების წარმოდგენის შემთხ-ვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ წარმოდგენილი მასალები მიღებიდან 10 დღეში უნდა გადაუგზავნოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მათი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. მასალების მიღებიდან 2 თვეში, მათი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს შესაბამის დოკუმენტაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შემდგომი მსვლელობისათვის.“;

გ) დებულების მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხებზე განცხადებათა და წარდგინებათა წინასწარი განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს საბუთების სრულად წარმოდგენიდან 10 დღეს, მოქალაქეობიდან გასვლის წინასწარი განხილვის ვადა – ორ თვეს, ხოლო მოქალაქეობის მიღების და აღდგენის წინასწარი განხილვის ვადა – 3 თვეს. მოქალაქეობის საკითხებზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს იუსტიციის სამინისტროში მათი რეგისტრაციის დღიდან 6 თვეს, ხოლო მოქალაქეობის დადგენის ვადა – 3 თვეს.“;

დ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 პუნქტი:

„141. იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობის და იმიგრაციის დეპარტამენტი ვალდებულია 5 დღეში გამოითხოვოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან ინფორმაცია მოქალაქეობიდან გასვლის მსურველი პირის საგადასახადო დავალიანების არსებობის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოქალაქეობიდან გასვლის, მოქალაქეობის მიღების ან აღდგენისათვის კანონით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის თაობაზე, აგრეთვე მოქალაქეობის საკითხის განხილვისათვის საჭირო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია შესაბამისი სახელმწიფო უწყებიდან ან განმცხადებლისაგან.“;

ე) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 142 პუნქტი:

„142. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 5 დღეში აცნობოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქის საგადასახადო დავალიანების არსებობის თაობაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 5 დღეში გასცეს ცნობა განმცხადებლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ, ხოლო შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 2 თვეში გასცეს დასკვნა მოქალაქეობის მიღების ან აღდგენისათვის კანონით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროები დადგენილ ვადაში არ გასცემენ შესაბამის დასკვნებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია დაასრულოს საკითხის წინასწარი განხილვა ამ წესით განსაზღვრულ ვადაში.“;

ვ) დებულების 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„24. მოქალაქეობის საკითხებზე საქმეთა განხილვის პროცესში მოპოვებული მასალის საფუძველზე იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და იმიგრაციის დეპარტამენტი ადგენს მოტივირებულ დასკვნას განცხადების, წარდგინების ან სხვა სახის მასალის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის მიზანშეწონილობის შესახებ. დასკვნა თანდართულ მასალასთან ერთად განიხილება კომისიის სხდომაზე და მტკიცდება კომისიის დადგენილებით. კომისია გადაწყვეტილებას იღებს კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. კომისიის დადგენილებას ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე.“;

ზ) დებულების 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„25. კომისია უფლებამოსილია, გარდა მოქალაქეობის კონკრეტული საკითხებისა, განიხილოს აგრეთვე მოქალაქეობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები და შესაბამისი რეკომენდაციები წარუდგინოს საქართველოს იუსტიციის მინისტრს, განაზოგადოს ამ სფეროში დასაქმებული უწყებებისა და სამსახურების საქმიანობა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეაფასოს ამ მხრივ გაწეული სამუშაო. კომისიას უფლება აქვს ამ მიზნით მოიწვიოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სხვა ქვეყნებში საქართველოს საკონსულო სამსახურების პასუხისმგებელი თანამდებობის პირები, დასახოს მათი მეთოდური დახმარების მიმართულებები და შეიმუშაოს სათანადო რეკომენდაციები, პერიოდულად მოისმინოს ამ სამსახურების მიერ მოქალაქეობის სფეროში მიმდინარე საქმიანობის ამსახველი ინფორმაცია, განიხილოს მოქალაქეობის საკითხებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების მდგომარეობა.“;

თ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 251 პუნქტი:

„251. მოქალაქეობისა და იმიგრაციის საკითხთა კომისიის ორგანიზაციისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კომისიის დებულებით. კომისიის დებულებას და პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.“;

ი) დებულების 26-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„26. მოქალაქეობისა და იმიგრაციის საკითხთა კომისიის სხდომაზე კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება მოწვეულ იქნეს განმცხადებელი, წარდგინების შემტანი ორგანოს წარმომადგენელი, აგრეთვე პირი, რომლის დასწრებასაც შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს საქმის განხილვასთან დაკავშირებული გარემოებების გასარკვევად.“;

კ) ამოღებულ იქნეს 31-ე პუნქტის ბოლოდან მე-4 აბზაცი, ხოლო ბოლოდან მე-3 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მოქალაქეობის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება დასკვნის სახით, რომელიც ეგზავნება დაინტერესებულ პირს. დასკვნა შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი.“;

ლ) დებულებიდან ამოღებულ იქნეს 47-ე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი;

მ) დებულების 47-ე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისათვის დადგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;“;

ნ) ძალადაკარგულად გამოცხადდეს პირველი დანართის ფორმა №1; №2; №3;

ო) მეორე დანართის ფორმა №4-დან, მესამე დანართის ფორმა №5-იდან, მეოთხე დანართის ფორმა №6-დან ამოღებულ იქნეს მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტები;

პ) მეოთხე დანართის ფორმა №6-ს მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება „თანახმა ვარ საქართველოს წინაშე ჩემ მიერ არსებული საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაცია გადამოწმებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში“.

მ. სააკაშვილი