,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”

  • Word
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 1071
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 20/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 149, 23/12/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 25/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.08.002.003
  • Word
1071
20/12/2005
სსმ, 149, 23/12/2005
140.010.000.08.002.003
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №1071

2005 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის და 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №152, მუხ. 1389) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) მე-11 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჟ1 “ ქვეპუნქტი:

,,ჟ1 ) ამტკიცებს ნასამართლობის ცნობის გაცემის წესს;“;

ბ) 21-ე პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის კომპეტენციაა: სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების დანაყოფების დაკომპლექტება მაღალკვალიფიციური კადრებით, თანამშრომელთა სწავლების, სამსახურის გავლის, კვალიფიკაციის ამაღლების, საბრძოლო ფიზიკური მომზადების განხორციელება; სამინისტროში განხორციელებული ოპერატიულ-ანალიზური და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ინსპექტირება; გაწეული ოპერატიული ხარჯების კონტროლი; სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, სამინისტროში სამართალშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაცია; კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და პარლამენტთან ურთიერთობის უზრუნველყოფა; კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროში შემოსული კანონქვემდებარე ნორმატუიული აქტების პროექტებზე სათანადო დასკვნების მომზადება; სამინისტროს დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური მომსახურება, სამინისტროს სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება; სამინისტროსა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების, უმაღლესი სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების განცალკევებული დახურული საქალაქთაშორისო სატელეფონო (მაღალი სიხშირის), ასევე რადიო და სატელეგრაფო კავშირით უზრუნველყოფა; საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური გამოკვლევებით სამინისტროს ოპერატიული დანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, აგრეთვე საგამოძიებო დანაყოფებისა და სასამართლო ორგანოების მომსახურება;“;

გ) 21-ე პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის კომპეტენციაა: ღია და ფარული წყაროებიდან ინფორმაციის მოძიება, მოპოვებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება და განზოგადება; ოპერატიული აღრიცხვის წარმოება; სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი საინფორმაციო-ანალიტიკური ბიულეტენების მომზადება; სამინისტროს დანაყოფების ანალიტიკური საქმიანობის კოორდინაცია; საინფორმაციო ბანკის ფორმირება და ეტაპობრივი შევსება; ქვეყანაში დანაშაულთა, მათი ჩამდენი პირებისა და სისხლის სამართლის საქმეების ერთიანი აღრიცხვის წარმოება; დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა; იარაღის ლეგალური ბრუნვის კონტროლი და თავისი კომპეტენციის ფარგლებში იარაღთან დაკავშირებული ნებართვების გაცემა, გარდა ამ პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;“;

დ) 21-ე პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ნ) კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და ამ მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, მოსალოდნელი დანაშაულის თავიდან აცილებისათვის პრევენციული ღონისძიებების გატარებას, ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, დამნაშავეთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნის უზრუნველყოფას, დადგენა-დაკავებას, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული წესით დსთ-ის ქვეყნებში დანაშაულის გახსნის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის, ძებნილ პირთა დაკავების მიზნით საქმიანობის ორგანიზებას; კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ბაქო-სუფსის მაგისტრალურ მილსადენთან დაკავშირებით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელებას, თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და ამ კოდექსით გათვალისწინებულ ფარგლებში წინასწარ გამოძიებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას;“;

ე) 21-ე პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი უზრუნ-ველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას, ახორციელებს ავტომაგისტრალების პატრულირებას, ავტომოტოტრანსპორტის რეგისტრაციას და შესაბამისი მოწმობების გაცემას, სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებას და შესაბამისი მოწმობების გაცემას, ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო ტექნიკური დათვალიერების ჩატარების ორგანიზებასა და კონტროლს, აწარმოებს დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლას და ამ მიზნით ახორციელებს თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და ამ კოდექსით გათვალისწინებულ ფარგლებში წინასწარ გამოძიებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას; ახორციელებს ოპე-რატიულ-სამძებრო ღონისძიებებს და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს; გასცემს შესაბამის ნებართვას სანადირო გლუვლულიან იარაღზე;“;

ვ) 21-ე პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველო ახორციელებს უკანონო მოქმედებების აღსაკვეთად განსაკუთრებულ დავალებათა შესრულებას საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ბაქო-სუფსის მაგისტრალური მილსადენის საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მონაკვეთის დაცვასა და უსაფრთხოებას;“;

ზ) 21-ე პუნქტის „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) სტრატეგიული მაგისტრალური მილსადენების დაცვის მთავარი სამმართველო უზრუნველყოფს სუფსის ნავთობის ტერმინალის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მაგისტრალური ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მონაკვეთის დაცვასა და უსაფრთხოებას, აგრეთვე მათი ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვის კომპლექსური ღონისძიებების განხორციელებას.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

მ. სააკაშვილი