„საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურის სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ”

  • Word
„საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურის სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 1057
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 17/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 146, 19/12/2005
სარეგისტრაციო კოდი 040.030.050.08.002.003.747
  • Word
1057
17/12/2005
სსმ, 146, 19/12/2005
040.030.050.08.002.003.747
„საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურის სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ”
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №1057

2005 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურის სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ

1. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახური (შემდგომში – სამსახური).

2. შეიქმნას სამსახურის სალიკვიდაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ვიქტორ რცხილაძე – სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე

ნონა კაკულია – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის სპეციალისტი

მაია კოჭლამაზაშვილი – სამსახურის ბუღალტერი

არჩილ გერსამია – საქართველოს ეკონომიკური განვითა­რე­ბის სამინისტროს ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.

3. სამსახურის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით სალიკვიდაციო კომისიამ 2006 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული, საკადრო, მატერიალურ-ტექნიკური, სამართლებრივი და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 16 ივლისის №385 ბრძანებულება;

ბ) „საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 17 აპრილის №251 ბრძანებულება.

5. ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2006 წლის 1 თებერვლიდან.

6. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი