დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურის სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1057 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 17/12/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 146, 19/12/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.050.08.002.003.747 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №1057
2005 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურის სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ
1. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახური (შემდგომში – სამსახური).
2. შეიქმნას სამსახურის სალიკვიდაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ვიქტორ რცხილაძე – სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე
ნონა კაკულია – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის სპეციალისტი
მაია კოჭლამაზაშვილი – სამსახურის ბუღალტერი
არჩილ გერსამია – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.
3. სამსახურის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით სალიკვიდაციო კომისიამ 2006 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული, საკადრო, მატერიალურ-ტექნიკური, სამართლებრივი და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 16 ივლისის №385 ბრძანებულება;
ბ) „საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 17 აპრილის №251 ბრძანებულება.
5. ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2006 წლის 1 თებერვლიდან.
6. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები