დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ ოფიციალურ გამოცემათა სამსახურის _ საქართველოს პრეზიდენტის ბიბლიოთეკის სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1045 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 14/12/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 145, 14/12/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.210.040.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №1045
2005 წლის 14 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ოფიციალურ გამოცემათა სამსახურის – საქართველოს პრეზიდენტის ბიბლიოთეკის სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ
1. ლიკვიდირებულ იქნეს „საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საინფორმაციო-ანალიზური ცენტრის – საქართველოს პრეზიდენტის ბიბლიოთეკის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 7 მარტის №82 ბრძანებულებით შექმნილი საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ოფიციალურ გამოცემათა სამსახური – საქართველოს პრეზიდენტის ბიბლიოთეკა (შემდგომში – სამსახური).
2. შეიქმნას სამსახურის სალიკვიდაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ზურაბ ჯიბლაძე – სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე
მაკა ბახტაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის სპეციალისტი
მზია ბეზუაშვილი – სამსახურის ბუღალტერი
თემურ მეგრელიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი.
3. სამსახურის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით სალიკვიდაციო კომისიამ 2006 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული, საკადრო, მატერიალურ-ტექნიკური, სამართლებრივი და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საინფორმაციო ანალიზური ცენტრის – საქართველოს პრეზიდენტის ბიბლიოთეკის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 7 მარტის №82 ბრძანებულება.
5. ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2006 წლის 1 თებერვლიდან.
6. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები