დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ოქტომბრის №846 ბრძანებულებით დამტკიცებულ ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1042 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 13/12/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 145, 14/12/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/02/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.210.050.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №1042
2005 წლის 13 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ოქტომბრის №846 ბრძანებულებით დამტკიცებულ ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ოქტომბრის №846 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №123, მუხლი 1375) დამტკიცებულ ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს ,,ი” ქვეპუნქტი.
2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა აპარატის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა, რაც მოიცავს საფინანსო-სამეურნეო, საკადრო, იურიდიულ და საქმისწარმოების ფუნქციებს. დეპარტამენტი ახორციელებს აპარატში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის კონტროლს, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომების ორგანიზებას, საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი საიდუმლო გრიფის მქონე დოკუმენტების რეგისტრაციას, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის საკონტროლო დავალებათა შესრულებას.”.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები