,,სატრანსპორტო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,სატრანსპორტო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 57
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/03/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 46, 05/04/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 28/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.10.003.000.440
  • Word
57
16/03/2006
სსმ, 46, 05/04/2006
010.220.020.10.003.000.440
,,სატრანსპორტო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №57

2006 წლის 16 მარტი

. თბილისი

სატრანსპორტო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, სატრანსპორტო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“;

ბ) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

1. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეიქმნას საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

გიორგი ბარამიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტე­­გრაციის საკითხებში

რევაზ ბერიძე – სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარე

დავით ბაქრაძე – საქართველოს პარლამენტის ევრო­­პასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე

კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში

ივანე გოჩიტაშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი

ირაკლი ეზუგბაია – შპს ,,საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი

ირაკლი თაქთაქიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტრანს­პორტის დეპარტამენტის უფროსი

ნუკრი ლიპარტაშვილი – სსიპ – საწარმოთა მართვის სააგენ­ტოს თავმჯდომარის მოადგილე

გიორგი მჟავანაძე – სსიპ – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარე

ნიკოლოზ ნათბილაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

დავით ნატროშვილი – სსიპ – საწარმოთა მართვის საა­გენტოს თავმჯდომარე

ირაკლი ჩოგოვაძე – საქართველოს ეკონომიკური გან­ვი­თარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ალექსანდრე ჩხიკვაძე – სსიპ – საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარე

გიორგი ცაგარელი – სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის დირექტორი

დავით წიკლაური – საქართველოს ეკონომიკური განვი­თარების მინისტრის მოადგილე

ზვიად ხარებავა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის მდივანი

შალვა ჯანაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე

დიმიტრი ქიტოშვილი – სსიპ – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე.“.

2. დამტკიცდეს საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის თანდართული დებულება.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისია (შემდგომში – კომისია) არის საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც შეიმუშავებს ქვეყნის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკისა და საქართველოს სატრან­ზიტო ფუნქციის ეფექტიანად განხორციელების სტრატეგიას და საქართველოს მთავრობას წარუდგენს შესაბამის დასკვნებსა და წინადადებებს.

2. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, განკარგულებებისა და ამ დებულების შესაბამისად.

    მუხლი 2. კომისიის ძირითადი ამოცანები

კომისიის ძირითადი ამოცანებია:

ა) ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების თავისუფალი კონკურენციის განვითარებისა და ლიბერა­ლიზაციის პროცესების ხელშეწყობა;

ბ) ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის ძირითადი მიმართულების ეკონომიკური და ტექნიკური რეგულირების სფეროების მკვეთრი გამიჯვნა, რეგულირებას დაქვემდებარებული საკითხების მინიმალიზაცია;

გ) ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის ინფრასტრუქ­ტურის გაფართოებისა და სრულყოფის ხელშეწყობა;

დ) ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და დერეფანში ტვირთების დაუბრკოლებლად ტრანსპორტირების მიზნით საზღვრის გადაკვეთის პროცედურების გამარტივება;

ე) ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისა და შემდგომი ამაღ­ლების მიზნით სატარიფო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტების განხორციელების მექანიზმების სრულყოფის შესახებ რეკომენდაციების მომზადება;

ვ) საინფორმაციო დერეფნის სრულყოფილად ამოქმედებისა და ევროპა-კავკასია-აზიის სატელეკომუნიკაციო სივრ­ცის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების ხელშეწყობა;

ზ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვისა და გავრცელების ხელშეწყობა.

    მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანი

კომისია უფლებამოსილია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების შემდგომი განვითარებისა და ლიბერალიზაციის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებისმიერი ინფორმაცია;

ბ) ცალკეული საკითხების მომზადებისა და შემუშავების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფები;

გ) კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად შესაბამისი სფეროებიდან მოიწვიოს სპეციალისტები.

    მუხლი 4. კომისიის ხელმძღვანელობა

1. კომისიის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;

ბ) ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს;

გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს;

დ) წარმოადგენს კომისიას მესამე პირებთან ურთი­ერთობისას.

2. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე კომისიის თავმჯდომარის არყოფნისას ასრულებს თავმჯდომარის უფლებამოსილებებს.

3. კომისიის მდივანი:

ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომის გამართვის ორგანიზებას;

ბ) პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენის, სხდომათა მასალების შენახვისა და დაცვისათვის.

4. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვე­ტის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა ერთ კვირაში ნიშნავს კომისიის ახალ წევრს.

    მუხლი 5. კომისიის გადაწყვეტილების მიღების წესი

1. კომისია გადაწყვეტილებას იღებს დასკვნების სახით კომისიის სხდომებზე.

2. სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

3. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით, მაგრამ სულ ცოტა კომისიის შემადგენლობის 1/3-ის მიერ.

4. კომისიის შეკრების წესსა და ორგანიზებას განსა­ზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.

    მუხლი 6. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა

კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნ­ველყოფას ახორციელებს რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

    მუხლი 7. კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

კომისიის დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიტანება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, კანონმდელობის შესაბამისად.