,,საქართველოს მოსახლეობისა და საცხოვრისების 2010 წლის საყოველთაო აღწერის შესახებ”

  • Word
,,საქართველოს მოსახლეობისა და საცხოვრისების 2010 წლის საყოველთაო აღწერის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 1026
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 06/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 142, 08/12/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 02/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 350.050.000.08.002.003
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1026
06/12/2005
სსმ, 142, 08/12/2005
350.050.000.08.002.003
,,საქართველოს მოსახლეობისა და საცხოვრისების 2010 წლის საყოველთაო აღწერის შესახებ”
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/12/2005 - 01/05/2012)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №1026

2005 წლის 6 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მოსახლეობისა და საცხოვრისების 2010 წლის საყოველთაო აღწერის შესახებ

1. „სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობისა და საცხოვრისების საყოველთაო აღწერა (შემდგომში – აღწერა) ჩატარდეს 2010 წლის 20-21 იანვრის ღამის 12 საათის მდგომარეობით მოსახლეობის გამოკითხვის გზით 2010 წლის 21 იანვრიდან 28 იანვრის ჩათვლით სპეციალურად მომზადებული პერსონალის მიერ.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სტატისტიკის დეპარტამენტმა (ზ. ბროლაძე) (შემდგომში – სტატისტიკის დეპარტამენტი) და მისმა ტერიტორიულმა ორგანოებმა, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისმა დაწესებულებებმა უზრუნველყონ აღწერასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.

3. სტატისტიკის დეპარტამენტმა ამ ბრძანებულების ამოქმედებიდან ერთ თვეში წარმოადგინოს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი მოსახლეობისა და საცხოვრისების 2010 წლის საყოველთაო აღწერის საორგანიზაციო სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ.

4. ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებმა, საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებმა უზრუნველყონ:

ა) 2008 წლის თებერვლამდე სასოფლო დასახლებათა სიების შედგენა საკომლო აღრიცხვის წიგნების (სიების) შემოწმებული მონაცემების მიხედვით;

ბ) 2008 წლის მაისამდე საქალაქო დასახლებათა სიების და საზღვრების დაზუსტება, მათი სამისამართო მეურნეობის (ქუჩების, კვარტლების და ა.შ.), სახლმფლობელობისა და ბინების ნუმერაციის მოწესრიგება;

გ) 2009 წლის იანვარ-თებერვალში რეგისტრატორების შერჩევა და მომზადება საქალაქო და სასოფლო დასახლებებში საცხოვრებელი სახლებისა და სხვა საცხოვრებელი სადგომების სიების შესადგენად.

5. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (გ.ბეჟუაშვილი), იუსტიციის სამინისტრომ (კ.კემულარია), თავდაცვის სამინისტრომ (ი.ოქრუაშვილი), შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ი.მერაბიშვილი), შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ვ.ჭიპაშვილი) და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა.ლომაია), სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა (ო.ქველიძე) და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალურმა სამსახურმა (ბ.ქუთელია) მათ სისტემაში მყოფი მოსახლეობის (სამხედრო მოსამსახურეები, მოსახლეობის სხვა სპეცკონტინგენტი, დახურულ ტერიტორიაზე და სოციალური და სამედიცინო დანიშნულების დაწესებულებებში მცხოვრებნი) აღწერის მომზადება-ჩატარება განახორციელონ სამინისტროებისა და უწყებების სტრუქტურაში არსებული შესაბამისი სამსახურების ან/და სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფების საშუალებით სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ შემუშავებული წესისა და ვადების გათვალისწინებით.

6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს აღწერის პერიოდში აღწერის მასალების შესანახი პუნქტების დაცვა, გააძლიეროს პროფილაქტიკური მუშაობა იმ უბნებზე, სადაც აღწერის პერიოდში იმუშავებს აღმწერი პერსონალი.

7. მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვის უზრუნველსაყოფად:

ა) საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ (დ. ეგიაშვილი) უზრუნველყოს სააგენტოში არსებული უძრავი ქონების გეომონაცემთა ბაზის ელექტრონული ვერსიის ასლების სტატისტიკის დეპარტამენტისათვის უსასყიდლოდ გადაცემა ქვემოთ მოყვანილი ვადების დაცვით:

ა.ა) 2007 წლის I კვარტალში – სენაკის რაიონის მიხედვით;

ა.ბ) 2008 და 2009 წლების 1 იანვრის მდგომარეობით – ქვეყნის თითოეული საქალაქო და სასოფლო დასახლების მიხედვით;

ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებმა – გეოლოგიის დეპარტამენტმა (ვ. გელეიშვილი) და გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დეპარტამენტმა (გ. კეკელიძე) აღმოუჩინონ დახმარება სტატისტიკის დეპარტამენტს გეოინფორმაციული სისტემების დანერგვასა და ციფრული კარტოგრაფიული მასალის მომზადებაში.

8. აღწერის ორგანიზებისა და მეთოდური დებულებების პროექტების შემუშავების, მისი მასალების დამუშავების ტექნოლოგიური პროცესების შემოწმების, აღწერასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებისათვის პასუხისმგებელი სპეციალისტების სწავლების მიზნით 2007 წლის 8-15 ნოემბერს სენაკის რაიონში ჩატარდეს საცდელი აღწერა.

9. ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებმა, საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ხელმძღვანელებმა ყოველმხრივი დახმარება გაუწიონ სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოებს და ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის დაწესებულებებს აღწერასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო პერსონალის შერჩევაში.

10. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი.ჩოგოვაძე):

ა) გაითვალისწინოს 2006-2011 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში აღწერასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსებისათვის საჭირო სახსრები;

ბ) საერთაშორისო ეკონომიკური და ფინანსური ინსტიტუტების წინაშე დასვას საკითხი აღწერისათვის საჭირო დახმარების მისაღებად.

11. დამტკიცდეს საქართველოს მოსახლეობისა და საცხოვ­რისების 2010 წლის საყოველთაო აღწერასთან დაკავშირებული ღონისძიებების თანდართული გეგმა.

მ. სააკაშვილი

საქართველოს მოსახლეობისა და საცხოვრისების 2010 წლის საყოველთაო აღწერასთან დაკავშირებული ღონისძიებების გეგმა

 

N

ღონისძიების დასახელება

შესრულების ვადა

1

„აღწერის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება

2006 წლის I კვარტალი

2

აღწერის ქვედანაყოფის კადრებით დაკომპლექტება

2006 წლის I კვარტალი

3

აღწერის ქვედანაყოფის ტექნიკური გადაიარაღება

2006 წლის II-III კვარტალი

4

ძირითადი და დამხმარე სააღწერო დოკუმენტაციის მომზადება

2006 I კვარტალი -

2008 წლის III კვარტალი

5

მისამართების ბაზის ფორმირება

2006 წლის II-IV კვარტალი

6

1959-1989 წლის აღწერების მონაცემთა ელექტრონული ვერსიის შექმნა

2006 წლის III კვარტალი - 2007 წლის II კვარტალი

7

გეოინფორმაციული სისტემების დანერგვა

2006 წლის IV კვარტალი

8

მასალის ავტომატიზებული დამუშავების პროგრამის შემუშავება და აპრობაცია

2007 წლის I კვარტალი - 2008 წლის III კვარტალი

9

კარტოგრაფიული მასალის მომზადება

არა უგვიანეს 2008 წლის

 IV კვარტლისა

10

საცდელი აღწერა

2007 წლის 8-15 ნოემბერი

11

საცდელი აღწერის შედეგების განზოგადება და გათვალისწინება

2007 წლის IV კვარტალი - 2008 წლის II კვარტალი

12

საქალაქო დასახლებათა სიებისა და საზღვრების დადგენა, სამისამართო მეურნეობების მოწესრიგების შემოწმება, საქალაქო და სასოფლო დასახლებებში სახლების სიების შედგენა

2008 წლის II ნახევარი -

2009 წლის I კვარტალი

13

აღწერის დოკუმენტაციის დამტკიცება

არა უგვიანეს 2008 წლის

IV კვარტლისა

14

მასალის ავტომატიზებული დამუშავებისათვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა

არა უგვიანეს 2009 წლის II კვარტლისა

15

აღწერის ჩატარების საორგანიზაციო გეგმის შედგენა და დამტკიცება

2009 წლის ივლისი

16

აღწერის დოკუმენტაციის ბეჭდვა

2008 წლის IV კვარტალი - 2009 წლის II კვარტალი

17

აღწერაში მოსახლეობის მონაწილეობის დამატებით მასტიმულირებელ ღონისძიებათა შემუშავება

არა უგვიანეს 2009

 II კვარტლისა

18

სარეკლამო კამპანია

სისტემატურად, აღწერისათვის მზადების მთელ პერიოდში

19

აღწერის ჩატარება ძნელმისადგომ რაიონებში

2009 წლის III კვარტალი

20

ინსტრუქტაჟი სააღწერო პერსონალთან

2009 წლის IV კვარტალი - 2010 წლის I კვარტალი

21

აღწერა (მონაცემთა შეგროვება)

2010 წლის 21-28 იანვარი

22

აღწერის შემდგომი საკონტროლო გამოკვლევა

2010 წლის II კვარტალი

23

მასალის ავტომატიზებული დამუშავებისათვის მომზადება და დამუშავება

2010 წლის I კვარტალი - 2011 წლის II კვარტალი

24

ანალიზი, პუბლიკაცია, გავრცელება

2011 წლის III კვარტალი