დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,დ. წიკლაურის, ი. თაქთაქიშვილის, ი. დავითაძისა და გ. მჟავანაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1022 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 06/12/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 142, 08/12/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №1022
2005 წლის 6 დეკემბერი
ქ. თბილისი
დ. წიკლაურის, ი. თაქთაქიშვილის, ი. დავითაძისა და გ. მჟავანაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს დავით წიკლაურს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსს ირაკლი თაქთაქიშვილს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ირაკლი დავითაძეს და დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარეს გიორგი მჟავანაძეს უფლებამოსილება, რომ გამართონ მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ და „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებათა ტექსტების მიღების მიზნით.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები