დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საფინანსო პოლიტიკის განმსაზღვრელი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 56 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/03/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 35, 17/03/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.020.10.003.000.439 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №56
2006 წლის 16 მარტი
ქ. თბილისი
,,საფინანსო პოლიტიკის განმსაზღვრელი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საფინანსო პოლიტიკის განმსაზღვრელი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის №5 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,საფინანსო პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შესახებ“;
ბ) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეიქმნას საფინანსო პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში
ირაკლი ჩოგოვაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ზვიად ხარებავა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის მდივანი.
კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვოთ:
შოთა გვენეტაძეს – საქართველოს პარლამენტის წევრს
თამარ გოდერძიშვილს – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს
რომან გოცირიძეს – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს
ირაკლი კოვზანაძეს – საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს
არჩილ ცერცვაძეს – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსს.“;
გ) დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დამტკიცდეს საფინანსო პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის თანდართული დებულება.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები