,,საქართველოს სამხედრო ძალებში 2005 წელს მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო ძალებიდან დათხოვნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 6 ოქტომბრის №823 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

  • Word
,,საქართველოს სამხედრო ძალებში 2005 წელს მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო ძალებიდან დათხოვნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 6 ოქტომბრის №823 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 1014
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 30/11/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 141, 03/12/2005
სარეგისტრაციო კოდი 120.080.000.08.002.003
  • Word
1014
30/11/2005
სსმ, 141, 03/12/2005
120.080.000.08.002.003
,,საქართველოს სამხედრო ძალებში 2005 წელს მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო ძალებიდან დათხოვნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 6 ოქტომბრის №823 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №1014

2005 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს სამხედრო ძალებში 2005 წელს მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო ძალებიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის                6 ოქტომბრის №823 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს სამხედრო ძალებში 2005 წელს მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო ძალებიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 6 ოქტომბრის №823 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №118, მუხლი 1303) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანებულების მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,18. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ლევან ჭოლაძემ.“.

2. ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ცენტრალური გამწვევი კომისიის შემადგენლობა (დანართი№1) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დანართი №1

საქართველოს ცენტრალური გამწვევი კომისიის შემადგენლობა

ლევან ჭოლაძე – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, კომისიის თავმჯდომარე

ჯამბულ ცომაია – საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის განყოფილების უფროსი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ალექსანდრე დიდებულიძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე

ვახტანგ მეგრელიშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე

ირაკლი ნადირაძე – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე

ლევან ნიკოლეიშვილი – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი

კობა ბოჭორიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე სახმელეთო საზღვრის დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი

გოჩა ფარულავა – საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურსა და თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი

გია ქამუშაძე – მუდმივმოქმედი სამხედრო სამედიცინო-საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე

გვანცა შავთვალაძე – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შიდა პოლიტიკისა და ინსტიტუციური მოწყობის სამსახურის სპეციალისტი – კომისიის მდივანი

კახაბერ ჩიქოვანი – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე

შალვა ჯანაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.“.

მ. სააკაშვილი